Nuk
შეწყვეტილი ორსულობის ყველაზე ხშირი მიზეზი

თარიღი: 10 აპრილი, 2017

კლინიკა “ვენუს-ჯორჯიას“ მეან–გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ნათია შარაბიძე.
სტუმარმა  სასურველი ორსულობის დაგეგმვაზე, შეწყეტილი ორსულობის მიზეზებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრა.

ნათია, პირველ ეტაპზე სწორად დაგეგმილ ორსულობაზე გკითხავთ. რა კვლევების ჩატარებაა აუცილებელი ორსულობის დაგეგმვამდე გარკვეული დროით ადრე და მართალია თუ არა რომ დაორსულების პროცესში გარკვეული მედიკამენტების მიღება სახიფათოა? 
თანამედორევე დროში ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. როცა წყვილი გადაწყვეტს, რომ მას უნდა შვილი, რეკომედაციაა 3 თვით ადრე მიმართოს სპეციალისტს, მეან-გინეკოლოგს. არსებობს გაიდლაინით მოწოდებული კვლევები, რომელსაც ექიმი უდგენს პაციენტს. ესაა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე გამოკვლება, ენდოკრინული პათოლოგიების კვლევა, რომელიც საჭიროა ისეთი რისკების გამოსარიცხად, როგორიაცაა დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ჰიპერტონული დაავადებები, ეპილეფსია და ა.შ. ასევე ვითვალისწინებთ, ხომ არაა ქალბატონი რაიმე პრეპარატების მუდმივი მოქმედების ქვეშ.

 

არსებობს პრეპარატების ჯგუფი, რომელიც  ტერატოგენურია და ოვულაციის პერიოდში მათი მიღება ძალიან სახიფათოა, დიდი რისკია სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებისა. ესაა ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები, არასტეროდიულია ანთების საწინააღმდეგო და დიდი დოზით ალერგიული პრეპარატები, სტრეპტოციტის ჯგუფის ანტიბიოტიკები. ჩვენ ვაწოდებთ წყვილს ინფორმაციას, რომ მათი მიღება სახიფათოა მათი შვილის ჯანმრთელობისთვის.

 

ასევე ვითვალისწინებთ, აქვს თუ არა ქალს გადატანილი წითურა. მოგეხსენებათ, რომ წითურა ორსულობის დროს ნაყოფის მხრივ ძალიან ბევრ პათოლოგიებს იწვევს და თუ დედას წუთურა არ აქვს გადატანილი, ტარდება ვაქცინაცია და 3 თვის შემდეგ შეიძლება დაფემძიმება. ასევე ბევრია შემთხვევა, როცა რენდგენოლოგიური კვლევის შემდეგ დაორსულებულ ქალბატონებთან  აღინიშნება ბევრი პათოლოგია ნაყოფის მხრივ. ელემენტარულია და ყველამ უნდა იცოდეს, რომ რენდგენოლოგიური კვლევიდან 3 თვის შემდეგ შეიძლება დადგეს ორსულობა. ასევე სტომატოლოგთან ვიზიტიც ერთ-ერთ რეკომენდაციად მოიაზრება და თუ დადასტურდა რომელიმე დაავადება, ხდება გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან და იწყება პრობლების კორექცია. ყველაზე მთავარი მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესია, მაგალითად თუ დედა ეწევა ან ალკოჰოლურ სასმელებს ეტანება, ან იღებს დიდი რაოდენობთ კოფეინს, ეს ცხადია სახიფათოა.

 

თქვენ ახსენეთ ოვულაციის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორები, არსებობს თუ არა ოვულაციის საუკეთესო დრო?

რასაკვირველია არსებობს. ყველა ქალს მენსტრუალური ციკლლის ინდივიდუალური ხანგრძლივობა აქვს.  ფიზიოლოგიურად ითვლება 21 დღიდან 35 დღემდე . ამის მიხედვით ხდება გამოთვლა, როდის აქვს მას ვერტილური პერიოდი. ეს შეიძლება გაკეთდეს შარდის ტესტით სახლის პირობებში და ექომონიტორინგით, რომელიც გვაძლევს ზუტს ინფორმაციას.

 

ოვულაციის დღეები საშუალოდ მე-11 დღიდან მე-16 დღემდეა და ეს პერიოდი განსაკუთრებით საფრთხილოა, რომ არ მოხდეს ისეთი პრეპარატების მიღება, რომელიც ჩასახვის პროცესში მავნე ზემოქმედებას მოახდენს. 

 

როგორ მოვიქცეთ, როცა ორსულობა დაუგეგმავად დგება და ქალს არ აქვს ჩატარებული ყველა ის კვლევა, რომელიც ზემოთ ახსენეთ?

როცა სპონტანურად დგება ორსულობა, ცხადია ქალმა დროულად უნდა მიმართოს მეან-გინეკოლოგს. ამ პერიოდში ხდება რიგი გამოკვლევების ჩატარება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჩვენ შეზღუდული ვართ პრეპარატების დანიშვნისგან. შესაძლოა ვირუსულმა ინფექციამ იმდენი ზიანი არ მიაყენოს ნაყოფს, რამდენიც არასწორად დანიშნულმა და მავნე პრეპარატმა. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ორსულს და თუ რაიმე ჩარევა გახდა საჭირო, ცხადია ამას ვაკეთებთ. ძირითადად ესაა დაკვირვება დედაზე, როგორია მაგალითად მისი ჰემოგლობინის მაჩვენებელი, როგორია ცხოვრების სტილი, როგორ იკვებება ის და ცალკე ცხადია ვაკვირდებით ემბრიონის და მოგვიანებით ნაყოფის ზრდა-განვითარებას. მეორე ტრიმესტრს უკვე თავისი კვლევების სქემა აქვს და რისკ- ფაქტორების განვითარების ალბათობაც. მთელი ორსულობის პერიოდში ქალს აქვს გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ხდება დედისა და ბავშვის  ჯანმრთელობის მონიტორინგი.

 

შეწყვეტილ ორსულობაზე მინდა გკითხოთ, რა არის ყველაზე ხშირად ადრეულ და გვიან ვადაზე ორსულობის შეწყვეტის მიზეზი?

ორსულობის შეწყვეტა 22 კვირამდე, ესაა სპონტანური აბორტი. აქაც გამოიყოფა 13 კვირამდე ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები და 22 კვირამდე შეწყვეტილი ორსულობები.

 

ადრეული სპონტანური აბორტების მიზეზი 50% შემთხვევაში არის ქრომოსომული პათოლოგია. არსებობს უამრავი მიზეზი, მაგრამ ძირითადი მიზეზებია: ვირუსული ინფექციები, ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, დიაბეტი, ანემია, თუნდაც ორსულობის დროს გადატანალი ვირუსული გრიპი, რომელიც აგრესიულად მიმდინარეობდა. ასევე შეიძლება იყოს პათოლოგიური და იმუნოლოგიური ფაქტორები. მოგვიანებით ვადაზე შეყვეტილი ორსულობის ხშირი მიზეზი სტერისაა, ესაა ახლობელი ადამიანის დაღუპვით გამოწვეული სტრესი და ძლიერი ფსიქო-ემოციური ფაქტორები.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ქალის მდგომარეობა შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ. პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული, რომ მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შეწყვეტილი ორსულობიდან შემდგომ ორსულობამდე გასავლელი გზა. შესაძლებელია თუ არა შეწყვეტილი ორსულობის მიზეზების დადგენა და რამდენ ხანში უნდა მოხდეს მომდევნო ორსულობის დაგეგმვა?

საბედნიეროდ უმრავლესი შემთხვევის გამოკვლევა, დადგენა და მკურნალობა შესაძლებელია. სამწუხაროდ არის შემთხვევები, 20 დან 30 პროცენტამდე, როცა ვერ ვადგენთ ორსულობის შეწყვეტის მიზეზსს და ეს მსოფლიო მედიცინის ნაწილია. უმრავლეს შემთხვევაში კი შესაძლებელია ეს კვლევებით დავაგდინოთ და დავგეგმოთ შემდეგი ორსულობა. ამ პროცესში მონაწილეობას იღებს გუნდი. აუცილებელია შემდეგი ორსულობის დაგეგმვის პროცესში გინეკოლოგთან ერთად ჩაერთოს გენეტიკოსიც. ის კვალიფიციურად ადგენს გამოკვლევების რუქას, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი შთამომავლობის ჩასახვისთვის. ხშირად ინიშნება ხოლმე ძალიან ბევრი გამოკვლევა. ამ დროს მნიშვნელოვანია ჩატარდეს მხოლოდ ის კვლევები, რომლებიც კლინიკურად მოგვცემს გაუმჯობესებას.

 

თქვენ მუშაობდით კვლევაზე  სახელწოდებით “მკვდრადშობადობა – საქართველოს რეალობა და გამოწვევები” , მინდა გკითხოთ, რა არის ასეთი შემთხვევების ხშირი მიზეზი? როგორია სტატისტიკა და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს?

ეს ძალიან სენსიტიური თემაა და ის ტაბუდადებული იყო ჩვენს ქვეყანაში. ბოლო დროს ამაზე საუბარი უფრო აქტიურად დავიწყეთ და ეს კარგია. თუ შევადარებთ მაჩვენებლებს, საქართველოშო 2008 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მკვდარადშობადობის მაჩვენებელი მერყეობს 12,4 დან 10.4 მდე, განვითარებულ ქვეყნებში ეს ინდექსი არის 4-დან 5-მდე. იქ მუდმივად მუშაობენ, რომ ინდექსი 4-ს ქვევით ჩამოვიდეს და ამაში მთელი მედ-პესრონალი და ჯანდაცვის სფეროა ჩართული. მკვდრადშობადობა შეიძლება განვითარდეს ინტრანატალურად ანუ მუცლად ყოფნის პერიოდში ან მშობიარობის პროცესში. კვლევებით დადგენილია, რომ მეორე შემთხვევაში ბავშვის დაღუპვის მიზეზი უმეტესად არის არაკვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. სამწუხაროდ ეს ბევრი ქვეყნის პრობლემაა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოები ტარდება. შემუშავებულია მთელი რიგი შეფასების სისტემა, აკვირდებიან ნაყოფის გულისცემას და თუ იქ რაიმე პრობლემა დაფიქსირდა, ძალიან სწრაფად ხდება ჩარევა. მკვდრადშობადობის მიზეზი უამრავია და ზუსტი აუდიტისთვის ყველაზე მთავარია პლაცენტის გამოკვლევა, რადგან ის ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს, ასევე  აუტოფსია. სამწუხაროდ აუტოფსია რთული ჩასატარებელია. მორფოლოგიური კვლევის შედმეგ ჩვენ უმეტესად ვიცით მიზეზი.

ისევ საქართველოს რეალობაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენს ქვეყანაში 2008 დან 2014 წლების ჩათვლით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მკვდრადშობადობის უმთავრესი მიზეზი იყო პრეკლამსია, რეზუსუარყოფითი დედები, რომლებსაც არ ჰქონდათ გაკეთებული ანტირეზუს-იმუნოგლობულინი, ასევე ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხება. სამწუხაროდ იყო მიზეზი, როცა არასაკმარისი კვების გამო ნაყოფმა განვითარება შეწყვიტა.

 

დამეთანხმეთ, რომ პრეკლამსიის თავიდან აცილება შესაძლებელია, რეზუსუარყოფითიანი დედების მართვა ასევე აცილებადი იყო. რაც ეხება ორსულთა კვებას, აქაც სოციალური ფაქტორი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მსოფლიო კონფერენციებზე ერთხმად თანხმდებიან, რომ დედა უნდა იყოს ინფორმირებული ყველა რისკის შესეხებ, მაგალითად იგივე თამბაქოს მომხმარებელმა დედებმა უნდა იცოდნენ რისკების შესახებ.

 

თქვენ გულისხმობთ მოწევას ორსულობის პერიოდში, თუ იქამდე?

დიახ, საუბარია ორსულობის დროს მწეველ დედებზე. როცა დედას აქვს ინფორმაცია, რა უარყოფით გავლენას ახდენს თამბაქო ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, ბევრი დედა დაანებებს თავს მოწევას.

 

ბევრი მწეველი ქალბატონი ამბობს, რომ სიგარეტისთვის თავის დანებება მათთვის ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესია და ეს ორსულობისას სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. რას ურჩევდით მწეველებს, რადიკალურად უარი თქვან მოწევაზე, თუ ამის გკეთება ჯობს თანმიმდევრულად?

 

ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგთა ჯგუფი. ესაა საკითხი, რომელიც მოგვარებადია. მთავარია  იყოს მონდომება დედის მხრიდან.

 

რისთვის ამზდებს „ვენუს-ჯორჯიას“ ანტენატალური კლასები ანუ იგივე მშობელთა სკოლა მომავალ დედებს ?

აქ მუშაობს მეან-გინეკოლოგთა გუნდი, სპეციალურად მომზადებული ტრენერი, ნეონატოლოგი და ფსიქოლოგი. მთელი გუნდი ორსულობის პირველივე დღიდან ჩართულია პროცესში და ეხმარება დედას სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებაში. მშობელთა სკოლაში დრო განუსაზღვრელია და მომავალ დედებს შეუძლიათ ტრენერებთან საათობით ისაუბრონ, თუნდაც რა ეტაპზე როგორ ხდება ნაყოფის განვითარება, რატომაა მნიშვნელოვანი ამა თუ იმ საკვების მიღება ან ტანსაცმლის ტარება. რა არის საშიში ნიშნები, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როდის ატეხონ განგაში და.შ. როცა მშობელი კვალიფიციურადაა ინფორმირებული, ის უფრო მშვიდად ეკიდება თავის ორსულობას. რაც ეხება მშობიარობის პროცესს, აქ მნიშვნელოვანია ქალების ფიზიკური მომზადება, ანუ კუნთების, რომლებიც ჭინთვების პროცესში იღებს მონაწილეობას, ასევე გაუტკივარების წერტილების ცოდნა, რომელსაც ვასწავლით ოჯახის წევრებს და მასაჟი ამ წერტილზე მნიშვნელოვნად აძლევს შეღავათს მშობიარეს. რაც მთავარია, დაბადების შემდეგ ბავშვის მოვლა.

 

მოდით ვისაუბროთ მკვეთრად განსაზღვრულ ჩვენებებზე, როდესაც აუცილებელია საკეისრო კვეთის ჩატარება

საკეისრო კევეთის აბსოლუტური ჩვენება ესაა ნაყოფის არასწორი მდებარეობა, მჯდომარე ან გარდიგარდმო, ასევე B ჰეპატიტი ან სხვა რიგი ვირუსული ინფექციები, ასევე თუ მონიტორინგის დროს ფიქსირდება ნაყოფის გულისცების გაფუჭება, ან თუ დედას აქვს თვალის დაავადება, ან როცა ფიქსირდება გულის მანკის გარკვეული ფორმა, როცა შესაძლოა დედის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე. ასევე თუ არის ხელოვნური განაყოფიერება და დედის ასაკი 40 წელს ზევითაა, აქაც იგეგმება საკეისრო კვეთა. რა თქმა უნდა არსებობს შემთხვევები, როცა უნდა ჩატარდეს საკეისრო კვეთა, მაგრამ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ეს ჩვენებები არ აღემატება 15 პროცენტს.

 

ნანადრევი მშობიარობის მიზეზებზე რომ ვისაუბროთ….

დღევანდელ დღეს ნაადრევი მშობიარობის პრევენცია სირთულეს აღარ წარმოადგენს. ერთადერთი გასათვალისწინებელი მომენტი, ესაა სამედიცინო სერვისების მიმართ მისაწვდომობა. თუ მაგალითად ქალი მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს, ეს ბევრად რთულდება. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით პაციენტს, როდისაა ნაადრევი მშობიარობის რისკი და როგორ მოვახდინოთ მისი წინასწარ განსაზღვრა. ულტრასონოგრაფიით ჩვენ ვიგებთ, ხდება თუ არა საშვილოსნოს ყელის დამოკლება, ან მომატებული ტონუსი, ეს უკვე წინაპირობაა ნაადრევი მშობიარობის. ასეთ დროს ჩვენ ვიწყებთ ჩარევას.

 

არის თუ არა ასაკი რისკ-ფაქტორი?

არის, თუმცა 40 წელს ზევით. ასევე რისკია ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, პილონეფრიტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და ენდოკრინული დაავადებები, მაგრამ შესაძლოა ქალს არ ჰქონდეს სომატური დაავადება და მიზეზი იყო მხოლოდ ინფექცია. შეფასება წინაწარ შესაძლებელია, რადგან ქალს ეწყება ტკივილები წელის არეში, მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა, შესაძლოა იყოს მცირედი სისხლიანი გამონადენიც. დღეს ნებისმიერ ცენტრალურ ქალაქში არის ულტრასონოგრაფიული კვლევის შესაძლებლობა. ამ დროს რეკომენდებულია ვაგინალური ექოსკოპიის გაკეთება, რათა ზუსტად განისაზვროს საშვილოსნოს ყელის სიგრძე. რაც ეხება მკურნალობის მეთოდებს, გააჩნია ორსულობის ვადას, მნიშვნელოვანია ორსულობის გესტაციური ვადა და ნაყოფის  წონა. თუ მიზეზი ყელის უკმარისობაა, ხდება ნაკერის დადება ანუ ყელის გახსნის შეჩერება, სქემაში ერთვება პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატები. თუ ბავშვის წონა არის 1500 გრამზე მეტი ან თუნდაც 1000 გრამზე მეტი, ნაადრევი მშობიარობა უნდა გადავავადოთ 48 საათით, რადგან ამ დროს ხდება ნაყოფის ფილტვების მომწიფება, რაც საშუალებას აძლევს ახალშობილს დაბადების შემდეგ არ შეექმნას სუნთქვის პრობლემა.

 

როგორც რეპროდუქტოლოგს მინდა გკითხოთ, როდის დგება უშვილობის დიაგნოზი და როდისაა აუცილებელი პაციენტის გადამისამართება ინ ვიტრო განაყოფიერების სპეციალისტთან?

როდესაც წყვილი მოდის კონსულტაციაზე, ხდება მათთან დეტალური გასაუბრება და ანამნეზის შეკრება. თუ წყვილი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობს ერთად, მათ აქვთ რეგულარული სქესობრივი კონტაქტი და ორსულობა არ დგება, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უშვილობაა. ამ დროს ხდება ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასება. უშვილობას უამრავი მიზეზი აქვს და ეს ყველაფერი კვალიფიციურ მიდგომას საჭიროებს.

წყარო: www.fortuna.ge