Nuk
სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა

თარიღი: 23 მაისი, 2020

სიმსივნის, ისევე, როგორც ყველა სხვა დაავადების, მართვის პირველი ეტაპი დიაგნოსტიკაა.
ცნობილი ონკო-ციტოლოგიმედიცინის დოქტორი, ქალბატონი დალი თუშიშვილი, გაგვაცნობს ონკოლოგიური დაავადებების სადიაგნოსტიკო მეთოდებს.

ონკოლოგიაში დაავადების გამოვლენის 2 მთავარი მეთოდი არსებობს: ციტოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური კვლევები. 

- დავიწყოთ ციტოლოგიით. რას გულისხმობს კვლევის ეს მეთოდი?
ციტოლოგიური კვლევა არის დაავადების წინასწარი დიაგნოსტირება უჯრედულ დონეზე. ამ მეთოდით დგინდება სიმსივნის ბუნება, კეთილთვისებიანია იგი თუ ავთვისებიანი. შესაბამისად, სწორედ ციტოლოგიური კვლევა აძლევს ექიმს საშუალებას სწორად დაგეგმოს პაციენტის შემდგომი მკურნალობა. 

ციტოლოგიური ანალიზი ტარდება ოპერაციამდე და გადამწყვეტია დაავადების ხარისხის და ფორმის დასადგენად, და ასევე იმის განსასაზღვრად, თუ როგორი მასშტაბის ოპერაცია გაკეთდეს: რადიკალური თუ ორგანოს დამზოგველი. გარდა ამისა, სანამ სიმსივნური წარმონაქმნი ავთვისებიანი გახდება, ის უამრავ კიბოსწინა-რე ეტაპს გადის, ციტოლოგიური კვლევა კი ამ ცვლილებათა დინამიკის აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. 

- რას გვეტყვით ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე?
რაც შეეხება ჰისტომორფოლოგიურ კვლევას, ის გულისხმობს, პოსტოპერაციული ე.ი. ოპერაციის შემდგომი, ამოკვეთილი მასალის შესწავლას ქსოვილის დონეზე, რომელიც უფრო ფართოდ აშუქებს ამა თუ იმ სიმსივნის გავრცელებას და განვითარებას. 

- არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ციტოლოგიური კვლევა არამიზანშეწონილია, რადგანაც ის ახდენს სიმსივნური პროცესის სტიმულაციას. 
ეს აბსოლუტურად არასწორი აზრია. ციტოლოგიური კვლევა არის სრულიად უსაფრთხო და უვნებელი. ის სწრაფია, უმტკივნეულო, ნაკლებად ტრავმული, მისი განმეორება  რამდენჯერმეა შესაძლებელია, სწრაფად იძლევა შედეგს და რაც მთავარია, გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას შემდგომი მკურნალობისთვის. 

- როგორია თქვენი რეკომენდაცია სიმსივნის განვითარების თავიდან ასაცილებლად?
მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ადრეული დიაგნოსტიკის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ჯანმრთელობაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია. ჩვენ კი რატომღაც გვახასიათებს მასზე ზრუნვის სხვა დროისთვის გადადება. ეს ხშირად ძალიან სავალალო შედეგებს იწვევს. ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენს ორგნიზმში ნებისმიერი არასასურველი ან გაუგებარი ცვლილების შემთხვევაში, მიმართოთ ექიმს. შეიძლება სწორედ ეს ცვლილება განსაზღვრავდეს თქვენს მომავალს.