Nuk
ჭარბი წონა ერთნაირად საზიანოა ორგანიზმისთვის და ნებისმიერი ორგანოთა სისტემისთვის

თარიღი: 12 აგვისტო, 2020

პანდემიის პერიოდში, უმოქმედობამ, არაჯანსაღმა კვებამ და ჩაკეტილ სივრცეში გატარებულმა დრომ თავისი უარყოფითი გავლენა იქონია ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მედიცინის დოქტორმა, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური მიმარტულების ხელმძღვანელმა, ონკო-ქირურგმა, გინეკოლოგმა ნინო ჩოგოვაძემ აღნიშნული საკითხი განიხილა და საინტერესო რეკომენდაციები მოგვცა.

ქალბატონო ნინო, ხანგრძლივი სოციალური იზოლაციის შემდეგ აქტუალური გახდა ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, რას ფიქრობთ თქვენ, რამ გამოიწვია ეს?
რა თქმა უნდა Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მოსახლეობა ხანგრძლივი დროით „გამოკეტა“ სახლში. ნეგატიური ინფორმაციებით სავსე და გაურკვევლობით მოცული გარემო სტრესულად მოქმედებს ადამიანზე, სტრესი კი ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. ადამიანი უფრო დუნდება, მიდრეკილი ხდება ძილიანობისკენ, ყოველივეს ემატება ის ფაქტი, რომ ხშირად სტრესი მადის გაძლიერებას იწვევს, ქვეითდება ფიზიკური აქტივობა და საბოლოოდ მივდივართ წონის მატებასთან. ამ ყველაფერს იმ მომენტში ნაკლებად ვგრძნობთ, თუმცა ახლა როდესაც დასრულდა კარანტინი და მოგვიწია საზაფხულო ტანისამოსის მორგება – აღმოვაჩინეთ, რომ + რამდენიმე კილოგრამით მეტნი ვართ. გარდა ამისა, ხანგრძლივი სახლში ყოფნის პერიოდში,რადგან უფრო პასიურ რეჟიმში ვცხოვრობდით, ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეკავება მოხდა, შევშუპდით, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ორგანიზმზე და ვიზუალზე.

გარდა ვიზუალურ შეგრძნებებთან დაკავშირებული დისკომფორტისა, რა გართულებები მოყვება ზაფხულში წონის მატებას, ყველაზე ხშირად რა გართულებით იჩენს თავს?
ჭარბი წონა ერთნაირად საზიანოა ორგანიზმისათვის და ნებისმიერი ორგანოთა სისტემისათვის, თუმცა პირველი რაც მახსენდება გახლავთ პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად ზაფხულში მწვავდება და ასევე დაკავშირებულია ჭარბ წონასთან – ეს ვენური უკმარისობაა. წონის მატება ხშირად ხდება ქვედა კიდურების შეშუპების, სიმძიმის, წვის, ტკივილის და დისკომფორტის განვითარების მიზეზი, მითუმეტეს ზაფხულში და კიდევ უფრო იმ პირებში, რომლებიც ნაკლებად არიან დაკავებული ფიზიკური აქტივობით. ხშირად, განსაკუთრებით გოგონები ჩივიან ქვედა კიდურებზე განვითარებული „კაპილარული ქსელის“ შესახებ, ასევე აღნიშნავენ რომ საღამოს, განსაკუთრებით თუ ხანგრძლივად მოუხდათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, უშუპტდებათ ფეხები. ამიტომ, ყველაზე პირველი რაც მახსენდება ზაფხულთან და ჭარბი წონით გამოწვეულ  პრობლემებთან დაკავშირებით – ქრონიკული ვენური უკმარისობაა.

თქვენ როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას? მიუხედავად ასეთი დატვირთული რეჟიმისა, მაინც სულ ფორმაში ხართ…
სწორედ იმიტომ, რომ საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი – რათა კიდევ უფრო მეტი ენერგია მქონდეს და გავუმკლავდე ახალ-ახალ გამოწვევებს. ჩემი ცხოვრების განუყოფენილი რუტინაა ვარჯიში, ფეხით სიარული, ჯანსაღი კვება, მიყვარს წყალი და ვერიდები ტკბილეულსა და ცომეულს. რაც თავი მახსოვს სულ ვცურავ – შეიძლება ითქვას ცურვა ჩემი ჯანმრთელობის მთავარი საიდუმლოა. სულაც არ არის რთული იცხოვრო ჯანსაღად. მაგალითად, სამსახურში ყოფნის დროს ვცდილობ არ ვისარგებლო ლიფტით და საოპერაციოში ფეხით ავიდე, ეს ერთგვარი ვარჯიშია და განსაკუთრებით უხდება ქვედა კიდურებს.

როგორც აღნიშნეთ ზაფხულში ხშირად აღენიშნებათ განსაკუთრებით ქალბატონებს ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის და ტკივილის შეგრძნება, ასევე კაპილარული ქსელი, როგორც ვიცით ასეთ დროს ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ფიზიკური აქტივობაა, თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
დიახ, რა თქმა უნდა. ზოგადად სპორტი და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. თუმცა, მინდა ავღნიშნო რომ არასწორმა ვარჯიშმა ან ხანგრძლივი შესვენების მერე განახლებულმა ფიზიკურმა აქტივობამაც შეიძლება ქვედა კიდურებში დისკომფორტი გამოიწვიოს, მაგ: ვარჯიშის შემდეგ შეიძლება გვქონდეს ფეხების ტკივილის შეგრძნება ან შეშუპება. მე შემიძლია ჩვენს მკითხველს ერთი ძალიან მარტივი, გამოცდილი საიდუმლო გავუმხილო. გამომდინარე იქედან, რომ მთელი დღე აქტიურად ვარ, სამსახურისა და სპორტის მერე მეც მაწუხებს პერიოდულად ქვედა კიდურების შეშუპება და ტკივილი. ამიტომ, ხშირად ჩემს ყოველდღიურ რუტინაში ვიყენებ ევროპულ ბრენდს „ვარიქსინალს“, რომელსაც ასევე ჩემს პაციენტებსაც ვურჩევ ხოლმე ვენური სისტემის სიჯანსაღისათვის. ევროპის ქვეყნებში „ვარიქსინალი“ აღიარებულია როგორც „ვენური სისტემის ჯანმრთელობსი ექსპერტი“, მაგრამ გარდა იმისა რომ ვენური სისტემისთვის ძალიან ეფექტიანი ბრენდია, მე მას ფიზიკური აქტივობის დროსაც ხშირად მივმართავ.  „ვარიქსინალი“ ძალიან სწრაფად ხსნის ქვედა კიდურების ტკივილს, სიმძიმის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნებას, ის ეფეტქიანად უმკლავდება შეშუპებას, აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიკროცირკულაციას, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და ტოქსინებს, სხვათა შორის ლიმფოდრენაჟის და მიკროცირკულაციის სტიმულირებით ამცირებს ცელულიტის განვითარების რისკს. მომწონს, რომ აქვს გამოშვების ორი ფორმა და მიღების კომფორტულობა გვერდითი ეფექტების გარეშე. ვარჯიშის პერიდოში ვიყენებ ვარიქსინალის გელს – რათა შევინარჩუნო მიღებული შედეგი და არ მაწუხებდეს დაღლილობა, ხოლო ზოგადად ცხელი დღეების მოახლოვებისას ვიწყებ ვარიქსინალის აბის მიღებას, რათა გავატარო ზაფხული აქტიურად და დავიცვა ვენები მზის და სიცხის მავნე გავლენისაგან.

როგორია თქვენი რჩევები, მათთვის ვისაც სურს იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე?თითოეული ჩვენთაგანის ვალია – ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვებს, ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ არაჯანსაღი საკვები, ცომეული, ტკბილეული. არ მივირთვათ რთულად მოსანელებელი პროდუქტები, რადგან კუჭ-ნაწლავი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს კანსა და გარეგნობაზე. მივიღოთ ბალანსირებულად წყალი, დავკავდეთ სპორტით, ცურვით, მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი და შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

წყარო: http://beautymagazine.ge