კოტეჯები ბეშუმში

ბეშუმი, ბათუმიდან 120 კმ-ით დაშორებული მთის კლიმატურბალნეოლოგიური კურორტი, მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 °C).

მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.

სეზონი - ივნისი-სექტემბერი.

 

კოტეჯები ინდივიდუალურად თითო ოჯახზეა გათვლილი და 1 პერსონა სამჯერადი კვებით 30 ლარია.

3 წლამდე ბავშვებისათვის დასვენება უფასოა, 3-დან 10 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 40% ფასდაკლება.

კოტეჯში არის ცხელი და ცივი წყალი. აბაზანა. ტელევიზია.