ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ.
მდებარეობა: აჭარის მთიანეთი, არსიანის ქედის აღმოსავლეთი ფერდობი.
მანძილი: ხულოდან – 30 კმ, ბათუმიდან – 120 კმ, თბილისიდან (ბათუმის გავლით) – 490 კმ, ხოლო ახალციხის (გოდერძის უღელტეხილის) გავლით – 240 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1850-1900 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი), ზომიერად მშრალი. ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -50C. ზაფხული ზომიერად თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 170C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1100 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, მინერალური წყლის მიღება (დალევა).
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები ბავშვებში, ბრონქული ასთმა, სისხლნაკლებობა,
გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები.
მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 °C).
მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.