სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ საპრეზენტაციო ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა. აღნიშნული ავტომობილები გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის გამოიყენება და მათი განთავსება ღია სივრცეებში მოწყობილი თავშეყრის ადგილებზე, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე იგეგმება.
ახალი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით პარამედიკოსები ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, ჯანდაცვის კომიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
113
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
276
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
341