თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
პრეპარატების სია
ფარმადეპოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია
საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან. ფარმადეპო არის პირველი კომპანია, რომელმაც მოკლე დროში მოახდინა თურქული მედიკამენტების შემოტანა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე 3 დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.
იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს და „PSP“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ ქსარელტოს შეძენა შესაძლებელი იქნება „GPC”-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.
აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე
გთავაზობთ პრეპარტების ჩამონათვალს და ფასებს
პრეპარატების სია
ბოლო სიახლეები
ალერგია ბავშვთა ასაკში,თანამედროვე მიდგომები პრევენცია და მკურნალობა
108
ულტრაბიოტიკი - აღიდგინე ჰარმონიულობა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - რა უნდა ვიცოდეთ
305
ატოპიური დერმატიტი
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
145