ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ალერგია ბავშვთა ასაკში,თანამედროვე მიდგომები პრევენცია და მკურნალობა  

ალერგია ბავშვთა ასაკში,თანამედროვე მიდგომები პრევენცია და მკურნალობა  

17 სექტემბერი, 2026

სეზონური ალერგია, იგივე პოლინოზი ანუ „თივის ცხელება“, გამოწვეულია მცენარეთა მტვრის მარცვლებით. როდესაც ყვავილობის პერიოდი დგება, მცენარეები ჰაერში მტვერს გამოყოფენ, რაც მგრძნობიარე ბავშვების ორგანიზმში ალერგიულ რეაქციას იწვევს.

​მთავარი გამომწვევები (ალერგენები)
ხეები: ყვავილობენ ადრე გაზაფხულზე (მარტი-მაისი).
​ტუია ძირითადად გაზაფხულზე (აპრილი–მაისი) ყვავის.  
​ალერგიულობა კვიპაროზისებრთა ოჯახის მცენარეების (როგორიცაა კვიპაროზი, ტუია, ღვია) მტვერი პოტენციური ალერგენია.
ბალახოვანი მცენარეები: აქტიურია გვიან გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში (ივნისი-ივლისი).
​სარეველა მცენარეები (მაგალითად, ამბროზია): ყველაზე მძიმე პერიოდია ზაფხულის ბოლო და შემოდგომა (აგვისტო-ოქტომბერი).

​ძირითადი სიმპტომები
​სეზონური ალერგია ხშირად ერევათ ჩვეულებრივ გაციებასთან, თუმცა მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები:
ცხვირის მხრივ: ხშირად განმეორებადი ცემინება, ცხვირიდან უხვად წყლისებრი გამონადენი და ცხვირის ძლიერი შეგუბება.

​თვალების მხრივ (ალერგიული კონიუნქტივიტი): თვალების სიწითლე, ცრემლდენა, ქავილი და შეშუპება.

​ყელისა და სასუნთქი გზების მხრივ: ქავილი სასაში, მშრალი, შეტევითი ხველა, ზოგჯერ კი სუნთქვის გაძნელება (ასთმური კომპონენტი).

​ზოგადი ნიშნები: დაღლილობა, ძილის დარღვევა გაძნელებული სუნთქვის გამო და გაღიზიანება.

​ეფექტური მართვა და პრევენცია

​გარემოს კონტროლი და ჰიგიენაა.​ყვავილობის პიკის დროს შეეცადეთ შეზღუდოთ ბავშვის გარეთ ყოფნა ქარის დროს და დილის საათებში (როდესაც მტვრის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია).

სახლში დაბრუნებისთანავე ბავშვს გამოცვალეთ ტანსაცმელი, დაიბანეთ სახე და გამოიბანეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.
მკურნალობაში- მომეტაზონის ფუროატის როლი სეზონური ალერგიის (პოლინოზის) მართვაში ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

​სეზონური ალერგიის დროს მისი ძირითადი ფუნქციებია:
ადგილობრივი ანთების და შეშუპების მოხსნა: როდესაც მცენარის მტვერი ხვდება ცხვირის ლორწოვანზე, ის იწვევს ალერგიულ რეაქციას, ანთებას და შეშუპებას. ,პრეპარატი ბლოკავს ამ ანთებით პროცესებს უჯრედულ დონეზე.

​სიმპტომების კომპლექსური კონტროლით ის წარმატებით ებრძვის სეზონური ალერგიისთვის დამახასიათებელ მთავარ ნიშნებს:
​ცხვირის ძლიერ შეგუბებას (სუნთქვის გაძნელებას)

​განმეორებად ცემინებას

​ცხვირიდან უხვ წყლისებრ გამონადენს

​ცხვირსა და სასაში ქავილის შეგრძნებას

​პროფილაქტიკური ეფექტის მიღება კი  იწყება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე (ექიმის დანიშნულებით), ის ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და ბავშვი სეზონს ბევრად მსუბუქად ატარებს.

მონტელუკასტის როლი ბავშვებში სეზონური და ქრონიკული ალერგიის მართვაში ძალიან საჭირო და  მნიშვნელოვანია, რადგან ის მოქმედებს ალერგიული რეაქციის განვითარების სრულიად განსხვავებულ მექანიზმზე.

​სეზონური ალერგიისა და მასთან დაკავშირებული სასუნთქი გზების პრობლემების დროს მისი  მნიშვნელობა წამყვანია.მთავარი ჩვენებებია ბავშვთა ასაკში ბრონქული ასთმა. ხანგრძლივი და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის (როგორც დღის, ისე ღამის სიმპტომების შესამცირებლად). ეფექტურია ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის თავიდან ასაცილებლად.

​ალერგიული რინიტის დროს გამოიყენება როგორც სეზონური, ისე მუდმივი (სრულწლიანი) ალერგიული რინიტის სიმპტომების (სურდო, ცხვირის შეშუპება, ცემინება, ქავილი) შესამსუბუქებლად.მიუხედავად იმისა, რომ  აღნიშნული მედიკამენტი კარგი ამტანობით ხასიათდება  და უსაფრთხოა, მის მიღებამდე აუცილებელია პედიატრთან ან ბავშვთა ალერგოლოგთან კონსულტაცია, რათა ზუსტად განისაზღვროს დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე.  გისურვებთ ჯანმრთელობას.

სტატიის ავტორი

მერი შუბითიძე

პედიატრია

კომპანია

აბდი იბრაჰიმი

აბდი იბრაჰიმი

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71
ავენი
ნუკი