Nuk
კორონავირუსი
კორონავირუსი


თარიღი: 25/01/2020

ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  დღეს დილით დადო ახალი რეკომენდაციები, რომელიც ეხება თერმულ ანუ ტემპერატურის სკრინიგს.  რეკომენდაციების შესაბამისად, დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.

საზღვარზე ჩიინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს გაესინჯება ტემპერატურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში უკვე ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. თუ ჩაითვლება საეჭვოდ, უკვე ტრანსპორტირება განხორციელდება ინფექციურ საავამდყოფოში.

მოგეხენებათ, უკვე 2 დღეა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო ბუკლეტით ხორციელდება მგზავრთა, განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება. მათ სამ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტი - ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია  რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე  ვის უნდა მიმართონ თუ 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ..  ხოლო დღეიდან კი მეორე კომპონენტი დაემატება, ანუ  საზღვარზე მყოფ ეპიდემიოლოგთა ჯგუფს, ასევე მხარს დაუჭერს ექიმი კლინიცისტი, რომელმაც  დაავადების კლინიკური გამოვლინებების შესახებ უფრო მეტი იცის და  განხორციელდება გარკვეული სახის ტრიაჟი.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა შეუძლიათ  გააკეთონ საერთაშორისო მოგზაურებს ახალი კორონავირუსისგან (2019-nCov) საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად?

რეკომენდაციები ვუჰანში (ჩინეთი) წამსლველთათვის

- მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;
- მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;
- ხანში შესულმა და ჯანმრთელბის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში (ჩინეთი) და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
მაღალი ტემპერატურა,
-  ხველა,
-  სუნთქვის გაძნელება 

მაშინ:
-  დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;
აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;
-  მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;
-  არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;
-  დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;
-  ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

 

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:
15 05 (24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
116 001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  (საკონსულოს ნომერი)  - ინფორმაციის მისაღებად ჩინურ ენაზე



What can travelers do to protect themselves and others?
Travelers to Wuhan (China) should
- Avoid contact with sick people.
- Avoid animals (alive or dead), animal markets, and products that come from animals (such as uncooked meat).
- Wash hands often with soap and water for at least 20 seconds. Use an alcohol-based hand sanitizer if soap and water are not available.
- Older travelers and those with underlying health issues may be at risk for more severe disease and should discuss travel to Wuhan with their healthcare provider.

If you traveled to Wuhan (China) and experience following symptoms within 2 weeks:
fever
-  cough
-  difficulty breathing


you should:
-  Seek medical care right away. Before you go to a doctor’s office or emergency room, call ahead and tell them about your recent travel and your symptoms.
- Avoid contact with others.
- Not travel while sick. 
- Cover your mouth and nose with a tissue or your sleeve (not your hands) when coughing or sneezing.
- Wash hands often with soap and water for at least 20 seconds. Use an alcohol-based hand sanitizer if soap and water are not available.

In case you experience the above-mentioned symptoms please call:

15 05 (24/7) Ministry of Internally Displaced Persons from Occupied Territories, Health, Labor and Social Affairs

116 001 (Monday to Friday, 10:00-17:00) National Center for Disease Control and Public Health

 (telephone # of Chinese embassy) – For information on Chinese