აივ-ინფიცირების სტატისტიკა საქართველოში
აივ-ინფიცირების სტატისტიკა საქართველოში

1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თარიღი: 01/09/2019

1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების  448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების  448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 538 ახალი შემთხვევა.
სულ შიდსის ცენტრში,  დღეისათვის, 7882 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5913   მამაკაცია, 1969 – ქალი.  პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4184 პაციენტს განუვითარდა, 1599 გარდაიცვალა.
არვ მკურნალობას იტარებს  4833 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  
38.6 %   - ნარკოტიკებისინექციური მომხმარებელია;  
47.6 %  - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 
11.3 %  - არიან მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 
1.3 %    - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 
0.5 %   - სისხლის რეციპიენტია;  
0.7 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2906 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოსა – 1113 და  იმერეთში – 956; 877 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, აფხაზეთში –516; კახეთში –386, ქვემო ქართლში  –446,  შიდა ქართლში –284, გურიაში –169, სამცხე-ჯავახეთში –102 და ა.შ.
დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში აივ ინფიცირებული პირები დიდხანს და სრულყოფილი ცხოვრებით ცხროვრობენ.  ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი: 2398018