სქრაბი - სოსკინი / Gentle Peeling
  • აღწერა: სქრაბი ნაზად და დელიკატურად აცილებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს
  • მოცულობა: 60 მლ
  • დანიშნულება: მშრალი და გარქოვანებული კანის მოვლის საშუალებები; სქრაბი ყველა ტიპის კანისთვის

სქრაბი ნაზად და დელიკატურად აცილებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, კანის დაზიანებისა და ტრავმის გარეშე. მასში შემავალი გარგრის თესლის მიკროგრანულები მსუბუქად ქერცლავს კანს და ათანაბრებს რელიეფს. პაპაია უზრუნველყოფს კანის უფრო ღრმა გაწმენდას, ამშვიდებს, ატენიანებს და არბილებს ძალიან მგრძნობიარე კანსაც. თეთრი თიხა შთანთქავს ზედმეტ ცხიმს, წმენდს კანს და აქვს ფორების შემავიწროვებელი მოქმედება. 

შემადგენლობა:  გარგრის თესლის მიკროგრანულები  თეთრი თიხა  პაპაიას ექსტრაქტი  აზიური ცენტელა

გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა კანზე წრიული მოძრაობით. მოერიდეთ თვალის გარშემო უბნებს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რეკომენდირებულია გამოიყენოთ ცხიმიანი და კომბინირებული კანის შემთხვევაში კვირაში 2-3 ჯერ, ნორმალური კანისთვის 1-2 ჯერ. მშრალი კანისთვის თვეში 2 ჯერ.

 

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ gpc-ის, psp-ს, ავერსის სააფთიაქო ქსელებში