Nuk
შვრიის აღმდგენი კონდიციონერი - ველედა / Hafer Aufbau- Spulung
  • აღწერა: კონდიციონერი სილიკონის გარეშე
  • მოცულობა:
  • დანიშნულება: თმის მოვლა; მშრალი და მსხვრევადი თმის მოვლის საშუალებები

მშრალი და დაზიანებული თმისთვის

არ შეიცავს სილიკონებს და სულფატების შემცველ ტენზიდებს.

ვეგანური

 

შვრიის აღმდგენი კონდიციონერი დაბანის შემდეგ დამატებით უვლის და ატენიანებს თმას. ჟოჟობას და ქოქოსის ზეთები, შვრიისა და  ტუხტის ექსტრაქტები თმას არბილებს და ბზინვარებას მატებს. თმა აღარ იწეწება და ადვილად ივარცხნება. მშრალი და დაზიანებული თმის შემთხვევაში  თმის დამცავი გარსიდაზიანებული. შვრიის დამცავი, აღმდგენი და სტრუქტურის მომაწესრიგებელი თვისებები თმის სტრუქტურის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

გამოყენება: დაბანის შემდეგ ნოტიო თმაში შეიზილეთ, მცირე ხნით დააყოვნეთ და ჩამოიბანეთ.

შემადგენლობა: წყალი, ცხიმოვანი სპირტები (ცეტეარილის სპირტი, ბეჰენილის სპირტი), სპირტი, ცხიმმჟავა გლიცერიდები (გლიცერილ სტეარატ ციტრატი, გლიცერილ სტეარატი), პიროგლუტამინმჟავას ეთერი (პიროგლუტამინმჟავას გლიცერილ ოლეატი), მწვანე შვრიის ექსტრაქტი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი (ლიმონენი, ლინალოოლი, ციტრონელოლი, გერანიოლი, კუმარინი), ცხიმმჟავას ეთერი (იზოამილ ლაურატი), ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, კარაგენანი, ტუხტის ფესვის ექსტრაქტი, ქსანთანი, ლიმონის მჟავა, არგინინი, ხორბლის ცილის ჰიდროლიზატი.

სად შევიძინოთ?