ტერფის კრემი / Larifan Foot
  • აღწერა: სამკურნალო საშუალება ტერფის დაზიანებული და დამსკდარი კანის დროს.
  • მოცულობა: კრემი 30გ
  • დანიშნულება: ფეხის მოვლა

ეფექტური სამკურნალო საშუალება ტერფის დაზიანებული და დამსკდარი კანის დროს.

ტერფის მოვლის სხვა საშუალებებისგან ამ პროდუქტს გამოარჩევს და უნიკალურს ხდის მის შემადგენლობაში არსებული ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა - ლარიფანი.

მის შემადგენლობაში, გარდა ტრადიციული ინგრედიენტებისა, შედის  აქტიური კომპონენტები: ორნმ ლარიფანი, ავოკადოს ზეთი, შვრიის ზეთი, შარდოვანა (urea).

ორნმ არის ბიოლოგიური წარმოშობის აქტიური ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ბრძოლისუნარიანობას მავნე გარემო ფაქტორების წინააღმდეგ, როგორიცაა ვირუსები, ბაქტერიები და უზრუნველყოფს თავდაცვისუნარიანობას მათი  დაზიანებულ კანში მოხვედრისგან, აუმჯობესებს უჯრედის რეგენერეაციის უნარიანობას და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. ასევე გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი  კანის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს. 

 

ავოკადოს მკვებავი და დამარბილებელი ზეთი მდიდარია A1, B1, B2, D და E ვიტამინებით. ის სწრაფად შეიწოვება და ეფექტს ახდენს კანის ღრმა ფენებშიც. ამიტომ, შესაფერისია მოდუნებული კანის გასაახლებლად და გასაძლიერებლად.

 

შვრიის ზეთი მდიდარია ომეგა-6 და ომეგა9: მაჟავეებით, ვიტამინი E და მცენარეული ანტიოქსიდანტებით, რომლებიც მნიშვნელოვანი კომპონენტია კანის ჯანმრთელი და ჯანსაღი თავდაცვის ფუნქციონირებისთვის. შვრიის ზეთი განსაკუთრებით რეკომენდირებულია მშრალი, მგრძნობიარე და ალერგიისკენ მიდრეკილი კანისთვის, ქავილის და დერმატიტის (კანის ანთების) დროს. ეს ზეთი ეხმარება კანის აქერცვლას, განახლებას და ატენიანებს მას, ასევე ელასტიურს ხდის და ამცირებს ანთებით პროცესებს.

 

შარდოვანა ხელს უწყობს კანის დარბილებას და ელასტიურს ხდის მას.

 

შემადგენლობა;

ორნმ ლარიფანი, ავოკადოს ზეთი, შვრიის ზეთი, შარდოვანა, პარაფინი, ლანოლინი, უწყლო (ANHYDROUS) ვაზელინის ზეთი, პროპილპარაბენი, მეტილპარაბენი, პენტაორიტრიტოლ დიოლიტი, გადამუშავებული წყალი.

 

გამოყენების წესი:

გამოიყენება დამსკდარი/ნახეთქებიანი კანის სამკურნალოდ, განსაკუთრებით რეკომენდირებულია დიაბედით დაავადებული ადამიანებისთვის. ასევე ჩივილების გამოვლინებამდე პროფილაქტიკისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული  ვირუსები და მიკრობები, რომლებიც ახალი კანის გაღიზიანებებს გამოავლენს. ზღუდავს მეჭეჭის წარმოქმნას, როდესაც გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

ასევე გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხასიათის დაზიანებული კანის - მსუბუქი დამწვრობის და მექანიკური იარების, ნაკაწრების შესახორცებლად.

ზედაპირზე გადაისვით მალამო და დაიცადეთ რამოდენიმე წუთი, სანამ კარგად შეიწოვება კანში, შემდეგ ჩაიცვით სამოსი.

 

ჩვენება

• პრობლემური, გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანის მოსავლელად;

• დამსკდარი ქუსლების სამკურნალოდ;

• განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებსაც აქვს დამსკდარი/ნახეთქებიანი ქუსლები.

 

შენახვის ვადა 24 თვე

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა პლასტმასის ტუბი (სინჯარა)

შემადგენლობა, მასა 30 გრ.

 

მალამო რეკომენდებულია ლატვიის ექიმ-კოსმეტოლოგების ასოციაციის მიერ.