როგორ შევავსოთ მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში
ორგანიზმი არ გამოიმუშავებს მაგნიუმს, მისი ათვისება ხდება საკვებთან ერთად ან ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების სახით
ორგანიზმი არ გამოიმუშავებს მაგნიუმს, მისი ათვისება ხდება საკვებთან ერთად ან ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების სახით. ითვლება, რომ მაგნიუმი ყველაზე მეტად არის კაკალში, ნუშში, ასევე ქატოსა და ლობიოში. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თითქმის ყველა მცენარეული საკვები პროდუქტი მოიყვანება სასუქის გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათში მაგნიუმის შემცველობას.
გარდა ამისა, მაგნიუმის შემცველობა პროდუქტებში მნიშვნელოვნად მცორდება მათი დამუშავების პროცესში. მაგალითად, მარცვლის გადამუშავებისას ფქვილის, პურის ან მაკარონის ნაწარმის სახით იკარგება მაგნიუმის 80-95%, დაკონსერვებული სიმინდი კარგავს მაგნიუმის 60%-ს, სიმინდის ფქვილი - 71%-ს. ორსულთათვის მაგნიუმის დღიური ნორმის უზრუნველსაყოფად (400 მგ) საჭირო იქნება 287 გ გაუხეხავი ბრინჯი (მშრალი), ხოლო გახეხილი ბრინჯი საჭირო იქნება 703 გ დღეში! შედეგად ორსულებში ორგანიზმის მოთხოვნილება ხშირად აღემატება მის მიღებას საკვებთან ერთად და მომავალ დედას სჭირდება ადვილად ათვისებადი მაგნიუმი.
გამოსავალს წარმოადგენს პრეპარატი, რომელშიც შეთავსებულია მაგნიუმი ორგანული მაღალათვისებადი მარილებისა და პირიდოქსინის ფორმით (В6).
ზოგადად, მაგნიუმი ორგანიზმში დიდხანს არ ჩერდება. მას სჭირდება გარკვეული “ფიქსატორი“. ამ როლს კარგად უმკლავდება ვიტამინი В6 (პირიდოქსინი). მნიშვნელოვანია, რომ В6 მიეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს, ხოლო ისინი, ცხიმში ხსნადებისაგან განსხვავებით, არ კუმულირდება.
სისტემური ჯანსაღი კვება ხელს უწყობს ელემენტის კონცენტრაციის შენარჩუნებას.
მაგრამ, დეფიციტთან გამკლავების მიზნით მაგნიუმის შემცველი პრეპარატების მიღებამდე, პირველ რიგში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ის ხსნის მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული სტრესის როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ გამოვლინებებს, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ახლობლები და ნათესავებიც მშვიდად იქნებიან. ელემენტის მიღება ამაღლებს შრომის უნარს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ შეასრულოთ საყვარელი საქმე და მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

მედიკამენტი
მაგნე B6 / MAGNE B6
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
186
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,406
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?