ონკოუროლოგთა საერთაშორისო კონგრესი
როგორ მოვხვდეთ ონკოუროლოგთა საერთაშორისო კონგრესზე
თუ ხართ:
ონკოლოგი
უროლოგი
რადიოლოგი
პათოლოგანატომი
ონკოუროლოგი
ფიზიკოსი
ქიმიკოსი
ბიოლოგი
ნებისმიერი, სამედიცინო და არასამედიცინო დარგის სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია ინტერესი ონკოლოგიურ უროლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობებში,
სტუდენტი, რეზიდენტი, რომელიც გადის სპეციალიზაციას ან სტაჟირებას ონკოლოგიურ უროლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობებში
გახდით საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის წევრი – გაიარეთ რეგისტრაცია აქ:
http://gaou.ge/ka/registration-2/
შემდეგ კი დარეგისტრირდით ონკოუროლოგთა ასოციაციის მიერ დაგეგმილ მსოფლიო კონგრესზე და მიიღეთ მონაწილეობა
საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის II საერთაშორისო კონგრესი – 2018 წელი
ასოციაციის წევრი ქართველი ექიმებისთვის დასწრება – თარგმანი, ლანჩი, ყავის შესვენებები – უფასოა!
ინფორმაცია კონგრესის შესახებ:
2018 წლის 26 -27 ოქტომბერს საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისში ონკოუროლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. ესკონგრესი იქნება უპრეცედენტო თავისი მასშტაბით და წარმომადგენლობითობით. კონგრესზე წარმოდგენელი იქნებიან მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგიური უროლოგები, კლინიკური ონკოლოგები და სხივური ონკოლოგები, ანუ ეს იქნება მულტიდისციპლინური კონგრესი, აქ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ განხილული იქნება უროლოგიური კიბოს მკურნალობა მის ყველა ასპექტში.
ჩვენ გვესტუმრება ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე გვესტუმრებიან: ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის გენიტოურინალური ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროპის ონკოუროლოგიის სექციის ხელმძღვანელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები, ასევე, გერმანიის, იტლიის ასოციაციების ხელმძღვანელები, წამყვანი კლინიკური ონკოლოგები დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან ავსტრიიდან, წამყვანი სხივური თერაპევტები საფრანგეთიდან. ჩვენთან იქნებიან მეზობელი ქვეყნების ასოციაციის ხელმძღვანელები და წევრები. აქ იქნებიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯაბის, სომხეთის ასოციაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
ქართველ კლინიკურ ონკოლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, სხივურ თერაპევტებს, უროლოგებს, პათოლოგანატომებს, რადიოლოგებს – საშუალება ექნებათ, დაესწრონ კონგრესს, მოუსმინონ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს, მოუსმინონ ქართულად და სრულიად უფასოდ
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
174
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
129
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
250
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,584
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
149