გახშირებული გულისცემის მიზეზები - ყველაფერი, რაც ტაქიკარდიაზე უნდა ვიცოდეთ
ტაქიკარდიის დროს ადამიანს გახშირებული აქვს გულისცემა, ზოგჯერ გრძნობს კისრის სისხლძარღვების პულსაციას, მოუსვენრობას, თავბრუხვევას, იშვიათად მისდის გულიც.
გულს-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიით დაავადებულებს არითმიამ შესაძლოა გაუუარესოს სიცოცხლის პროგნოზი და პროვოცირება გაუწიოს ისეთ გართულებას, როგორიცაა გულის უკმარისობა.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებთან ტაქიკარდია შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლში ადრენალინის გადატყორცნით ან სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურებით (რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად გულის შეკუმშათა გახშირების მიზეზს, რომლის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ გულისცემის სიხშირე თანდათანობით ნორმაში დგება), ფიზიოლოგიური კომპენსატორული მექანიზმების მოქმედებით. ჯანმრთელ ადამიანებს ტაქიკარდია უვითარდებათ:
სტრესის, ფიზიკური დატვირთვისა და ემოციური აღგზნების შედეგად;
ჰაერის ტემპერატურის მომატებისას;ზოგიერთი მედიკამენტის, მაგარი ჩაის, ყავის ან ალკოჰოლის მიღებისას;
სხეულის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებისას.
სინუსური ტაქიკარდია გვხვდება როგორც ჯანმრთელი, ისე ამა თუ იმ დაავადების მქონე ადამიანთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მის აღმოცენებას ხელს უწყობს ინტრაკარდიული და ექსტრაკარდიული ფაქტორები
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
მიუხედავად იმისა, რომ ტაქიკარდია ხშირად დროებითი და უსაფრთხოა, თუ გახშირებული გულისცემა მოსვენებულ მდგომარეობაშიც გაწუხებთ ან მას თან ახლავს თავბრუხვევა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს. ზუსტი დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები და სწორად მართოთ თქვენი ჯანმრთელობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 288 09 09
ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5