რა არის ენდოსკოპიური პოლიპექტომია?
ენდოსკოპიური პოლიპექტომია
ენდოსკოპიური პოლიპექტომია — ეს არის თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომლის მთავარი მიზანია კუჭისა და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან პოტენციურად საშიში წარმონაქმნების — პოლიპების — ამოღება.
ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დაზიანების მინიმუმით, ოპერაციული ჭრილის გარეშე, სპეციალური ვიდეოენდოსკოპის დახმარებით შევიდეთ ორგანოს ღრუში, დავათვალიეროთ ლორწოვანი გარსი და საჭიროების შემთხვევაში, მოვახდინოთ პოლიპის ელექტროქირურგიული ამოჭრა.
რატომ ჩნდება პოლიპები?
ზუსტად დადგენილი მიზეზები, თუ რატომ ვითარდება პოლიპები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა, ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზრდის მათი გაჩენის რისკს:
კანცეროგენული და დაუბალანსებელი კვება
მავნე ჩვევები (მოწევა, ალკოჰოლი)
ჭარბი წონა
მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
ბოჭკოვანი საკვების დეფიციტი რაციონში
ყველა ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე, არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ხელს უწყობს არასასურველი წარმონაქმნების განვითარებას.
როგორ ტარდება პროცედურა?
ენდოსკოპიური პოლიპექტომია სრულდება ინტრავენური სედაციის (ანესთეზიის) ქვეშ, რაც უზრუნველყოფს, რომ პაციენტს პროცედურის დროს არ ჰქონდეს დისკომფორტი.
პროცედურისთვის გამოიყენება:
ვიდეოგასტროსკოპი — კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დასათვალიერებლად
ვიდეოკოლონოსკოპი — მსხვილი ნაწლავის შესასწავლად
სპეციალური მოწყობილობით, პოლიპის ფეხი ან ფუძე ელექტრულ მარყუჟში ექცევა და ელექტროკოაგულაციით იჭრება, რაც ერთდროულად აჩერებს სისხლდენას.
ამოღებული მასალა იგზავნება ჰისტოლოგიური კვლევისთვის, რათა განისაზღვროს წარმონაქმნის სახეობა და გამორიცხოს ან დაადასტუროს სიმსივნური ცვლილებები.
რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიპების დროული მოცილება?
პოლიპების უმეტესობა კეთილთვისებიანია და არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიქცეს კიბოსწინარე ან სიმსივნურ წარმონაქმნად.
სწორედ ამიტომ, მათი აღმოჩენისთანავე მოცილება მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალი გართულებებისა და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს.
ენდოსკოპიური პოლიპექტომიის უპირატესობები:
მინიმალური ტრამვა
ოპერაციული ჭრილის გარეშე
სწრაფი აღდგენის პერიოდი
ერთდროულად დიაგნოსტიკა და მკურნალობა
პაციენტისთვის უმტკივნეულო პროცესი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
111
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
127
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
216
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
338