როგორ მოვემზადოთ ჰელიკობაქტერიის ტესტისთვის?
ჰელიკობაქტერიის ტესტი
გარკვეული კვლევები წინასწარი მომზადებას მოითხოვს. მოსამზადებელი რეკომენდაციების გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია, რათა ანალიზის შედეგები ზუსტი და სანდო იყოს.
⠀
ჰელიკობაქტერ-პილორის ტესტის წინ გაითვალისწინეთ:
გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დილით, უზმოზე.
საკვების ბოლო ულუფა მიიღეთ გამოკვლევამდე 12 სთ-ით ადრე, მიღებული საკვები კი უნდა იყოს მსუბუქი.
კვლევამდე არ მიიღოთ შემდეგი საკვები:
3 დღით ადრე – პარკოსნები ( ლობიო, ბარდა, ოსპი, სოიო) და ალკოჰოლური სასმელი;
12 საათით ადრე – ხორცი, თევზი და სოკო.
კვლევამდე არ მიიღოთ შემდეგი მედიკამენტები:
4 – 6 კვირით ადრე – ანტიბიოტიკი.
14 დღით ადრე – ანტაციდები (მაგ: ომეპრაზოლი) ან H2 ბლოკატორები;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები;
ანტისეკრეტორული პრეპარატები;
ვისმუტის პრეპარატები და ანალგეტიკები.
გამოკვლევის დღეს არ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი.
კვლევამდე არანაკლებ 3 სთ-ის განმავლობაში არ მოწიოთ სიგარეტი.
გამოკვლევამდე, აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა.
⠀
„ციტოს" ლაბორატორიული კვლევები - ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!
კლინიკა
სამედიცინო ცენტრი ციტო
ბოლო სიახლეები
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
134
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
130
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
192
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
226
ატოპიური დერმატიტი — როგორ მოვუაროთ კანს და შევამციროთ გამწვავების რისკი?
271