Plasmon
პედიატრიული დამარბილებელი შამპუნი / Extra Mild Pediatric Shampoo
  • აღწერა: პედიატრიული მოვლის საშუალება
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: ბავშვის მოვლის საშუალებები; ბავშვის დასაბანი საშუალებები

ბაბე - პედიატრიული დამარბილებელი შამპუნი  200 მ

დაბადებიდან ყოველდღიური გამოყენებისთვის. განსაკუთრებით ხვეული და ძნელად დასავარცხნი თმისთვის. ნაზად ასუფთავებს თავის კანს და თმას. არბილებს თმას და მატებს ბზინვარებას. არ აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, არ იწვევს ცრემლდენას. დაბანის შემდეგ თმა ხდება ფაქიზი და ადვილად ივარცხნება. არ შეიცავს პარაბენს, ალკოჰოლს და ქიმიურდანამატებს. 

გამოყენების წესი: დაიტანება სველ თავის კანზე და თმაზე, შეიზილება ნაზი მოძრაობით, დატოვეთ რამოდენიმე წუთი და შემდეგ ჩამობანეთ.

შემადგენლობა:  
პანთენოლი 1 %
თმის კონდიციონერი 1 %
ბაბე ბავშვის მოვლის კომპლექსი  0.5 %

პანთენოლი:  პროვიტამინი B5-ი, გამოიყენება კოსმეტიკაში. არბილებს და ატენიანებს კანს, ამცირებს ნაოჭებს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იწვევს კანის უჯრედის მუდმივ რეგენერაციას.აგლუვებს კანს და აქვს დამატენიანებელი მოქმედება კანის ზედაპირულ შრეზე. აქვს გამაჯანსაღებელი მოქმედება კანის ნახეთქების შემთხვევაში, მონაწილეობს ცხიმების, პროტეინების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში(ნივთიერებათა ცვლა) რითაც აჯანსაღებს ქსოვილებს.

თმის კონდიციონერი:  მისი შემცველი მოლეკულები ანიჭებენ თმას სინაზეს და ბზინვარებას. აღადგენს თმის სტრუქტურას და ანთავისუფლებს თმებს სტატიკური ელ-ენერგიისაგან.

ბაბე ბავშვის მოვლის კომპლექსი: 
გულყვითელა - კალენდულა
მიმოზა
ალოე

გულყვითელა - კალენდულა:   ყველაზე ხანგრძლივი გამოყენების მცენარეა კანის მოვლის დროს. შეიცავს საპონინებს და პოლისაქრიდებს რომელთა გამოყენება ხდება კანის სხვა და სხვა დაავადებების დროს, გამოიყენება ჭრილობების დროს და აქვს სისხლის შემაჩერებელი  უნარი. ყველაზე კარგად გამოიყენება გაღიზიანებული და დამსკდარი კანის დროს. მასში შემავალი ეთერზეთი არის ერთ-ერთი კომპონენტი ჭრილობის შეხორცების დროს. გამოიყენება დამწვრობის დროს, ასევე კალენდულა გამოიყენება დერმატიტის დროს.  

მიმოზა: გამოიყენეა დამწვრობის, ჭრილობების დროს. შეიცავს ფიტოსტეროიდებს, აქვს ანესთეზიის მსგვავსი ეფექტი კანზე, ამცირებს ტკივილს, აქვს რეგენერაციის უნარი, კერძოდ იწვევს კანის ელასტინის და კოლაგენის სტიმულაციას მასში შემავალი მაღალი შემცველობით ჰეალურონის მჟავის შემცველობის გამო.

ალოე:  აქვს ჭრლობების შეხორცების უნარი, გამოიყენება კანის ინფექციების დროს, ეგზემის, ფსორიაზის და კანის წყლულების დროს. ალოეს ეფექტები; მზისგან დამწვრობა, მას აქვს ძლიერი გამაჯანსაღებელი მოქმედება კანის გარეგან შრეზე, ის ედება როგორც დამცავი ფენა კანს და ატენიანებს მას. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და შესაბამისად აჯანსაღებს კანს. ალოე შეიცავს 2 ჰორმონს: ოქსინს და გიბერელინს. ოქსინს აქვს ჭრილობების შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების მომხსნელი მოქმედება. გიბერელინი მოქმედებს როგორც ზრდის ჰორმონი და ასტიმულირებს კანის უჯრედების ზრდას. ეს უზრუნველყოფს კანის სწრაფ გაჯანსაღებას, ეფექტურად კურნავს კანის ქრონიკულ პრობლემებს - ეგზემა, ფსორიაზი და აკნე.