ელექტროლიტი კამით შესაძლებელია გამოვიყენოთ დაბადებიდან, როგორც სამკურნალო გეგმის ნაწილი დიარეის დროს, როგორც სარეჰიდრატაციო საშუალება. იგი ასევე ეფექტურია უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში.
• წარმოადგენს ორალურ სარეჰიდრატაციო ხსნარს (ORS), რომელიც დამზადებულია მინერალების, გლუკოზისა და მალტოდექსტ-რინის საფუძველზე;
• აქვს კამის სასიამოვნო გემო;
• შემადგენლობა შეესაბამება ESPGHAN-ის რეკომენდაციებს სარეჰიდრატაციო ხსნარის შესახებ;
• არ შეიცავს პრე და პრობიოტიკებს;
• უგლუტენო;
• ძროხის რძის ცილის გარეშე;
• არ შეიცავს გალაქტოზას, ლაქტოზას, საქა¬როზას;
• ჰიპოოსმოლარული.
გლუკოზა, ნატრიუმის ქლო-რიდი, მალტოდექსტრინი, კალიუმციტრატი, ნატრიუმციტრატი, კამის ექსტრაქტი, კვლიავის ექსტრაქტი, კამის ზეთი.
ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ანადუღარი და 50ºC-მდე გაგრილებული ჩვეულებრივი წყალი ან 50ºC-მდე გამთბარი ”ჰუმანას” წყალი
6,25 გ (1 “პაკეტის” შიგთავსი) ფხვნილი იხსნება 250 მლ წყალში. (ასევე შესაძლებელია მისი გახსნა 250 მლ ჩაიში. მაგ.: კამის ან გვირილის ჩაიში).
იმ შემთხვევაში, თუკი ექიმი სხვაგვარად არ ნიშნავს, ჰუმანას ელექტროლიტის რეკომენდებული დოზირება რეჰიდრატაციის პირველი 6-12 საათის განმავლობაში შემდეგია:
• 1–3 თვის ასაკში: 50–100 მლ/კგ სხეულის წონაზე; დაახლოებით 200–600 მლ, გაყოფილი 3-8 პორციაზე;
• 4–5 თვის ასაკში: 50–100 მლ/კგ სხეულის წონაზე; დახლოებით 300–700 მლ გაყოფილი 3-8 პორციაზე;
• 6–12 თვის ასაკში: 50–100 მლ/კგ სხეულის წონაზე; დაახლოებით 375–1200 მლ გაყოფი-ლი 3-8 პორციაზე;
• 1 წლის შემდეგ და სასკოლო ასაკის ბავშვებში: 50–100 მლ/კგ სხეულის წონაზე; დაახლოებით 2–8 ცალი 200 მლ-იანი ბოთლი ან ფინჯანი;
• მოზრდილები: 20–40 მლ/კგ სხეულის წონაზე.