- აღწერა: რძის ადაპტირებული ნარევი 0-დან 12 თვის ჩათვლით
- მოცულობა: 350 გრ
- დანიშნულება: რძე ადაპტირებული; ბავშვის კვება
აღწერა
ჰუმანა პლატინი ოპტიმუმ პრეთი კვება შეიძლება გაგრძელდეს 0-დან 12 თვის ჩათვლით. ბავშვს შეიძლება მიეცეს დედის რძის მსგავსად, საჭიროებისამებრ. თუკი ბავშვი სათანადოდ აღარ მატულობს წონაში, რეკომენდებულია საკვების შეცვლა ჰუმანა პლატინი ოპტიმუმ 1-ით.
ჰუმანა პლატინი ოპტიმუმ პრე არის რძის ადაპტირებული ნარევი;
ბავშვის მზარდ ორგანიზმს უზრუნველყოფს ყველა საკვები ნივთიერებით;
დანიშვნა შესაძლებელია ურეჟიმოდ, ანუ მოთხოვნილების მიხედვით, რადგან შემადგენოლობით მაქსიმალურად უახლოვ-დება დედის რძეს;
ნახშირწყლოვანი კომპონენტი წარმოდ-გენილია მხოლოდ ლაქტოზით;
ალბუმინ/კაზეინის შეფარდება 60:40.
შემადგენლობა
LC-PUFA-ს (DHA:ARA=1:1), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ტვინის, მხედველობისა და კოგნიტური ფუნქციის განვითარებაში;
პრებიოტიკს (GOS), რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებას და საკვების ოპტიმალურ მონელებას;
ნუკლეოტიდებს (AMF, CMP, GMP, IMP და UMP), რომლებიც ხელს უწყობენ: მცირე წონით დაბადებული ბავშვების ზრდას;
დიარეის სიხშირის შემცირებას;
ლიპიდური მეტაბოლიზმის და ჩვილის იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებას.
არ შეიცავს:
გლუტენს;
კონსერვანტებს, საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
გამოყენების წესი
ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ანადუღარი და 70ºC-მდე გაგრილებული ჩვეულებრივი წყალი ან 70ºC-მდე გამთბარი ”ჰუმანას” წყალი
3 საზომი კოვზი (14 გ) ფხვნილი + 90 მლ წყალი = 100 მლ დასალევად გამზადებულ ნარევს
გააგრილეთ დასალევად გამზადებული ნარევი: გამოიყენეთ წყლით სავსე ჯამი ან მიუშვირეთ წყალს (5-7 წუთის განმავლობაში).
მზა ნარევი ბავშვს უნდა მიეცეს 37ºC-მდე გაგრილებული.
მითითებული დოზები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და შესაძლებელია შეიცვალოს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
|
მზა |
კვების |
|
|
|
|
100 |
7-8 |
|
130 |
6-7 |
|
170 |
5-6 |
|
200 |
4-5 |
გაფრთხილება
გახსნილ მდგომარეო-ბაში ყუთი ინახება მშრალ და გრილ ადგილას სამი კვირის განმავლობაში. ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს.