- აღწერა: რძის ადაპტირებული ნარევი 0-დან 12 თვის ჩათვლით
- მოცულობა: 300 გრ
- დანიშნულება: რძე ადაპტირებული; ბავშვის კვება
აღწერა
ჰუმანა პრე-თი კვება შეიძლება დაიწყოს დაბადებიდან და გაგრძელდეს ბოთლით კვების სტადიის დასრულებამდე (0-დან 12 თვის ჩათვლით). ბავშვს შეიძლება მიეცეს დედის რძის მსგავსად, მოთხოვნილებისამებრ. თუ ბავშვი რაიმე მიზე¬ზის გამო სათანადოდ არ მატულობს წონაში, რეკომენდებულია საკვების შეცვლა ”ჰუმანა 1 ”-ით.
• ჰუმანა პრე არის რძის ადაპტირებული ნარევი;
• ბავშვის მზარდ ორგანიზმს უზრუნველყოფს ყველა საკვები ნივთიერებით;
• დანიშვნა შესაძლებელია ურეჟიმოდ, ანუ მოთხოვნილების მიხედვით, რადგან შემადგენლობით მაქსიმალურად უახლოვ-დება დედის რძეს;
• ნახშირწყლოვანი კომპონენტი წარმოდგე¬ნილია მხოლოდ ლაქტოზით;
• ალბუმინ/კაზეინის შეფარდება 60:40.
ჩვენება
შერეული კვებისთვის ძუძუთი კვებასთან ერთად;
ძუძუთი კვების შეუძლებლობის შემთხვევა- ში – დამოუკიდებლად;
ცელიაკიისა და საქაროზის ინტოლერანციის შემთხვევაში სპეციალური დიეტის კომპონენტის სახით;
ფრუქტოზის ინტოლერანციის დროს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ;
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღ- ვევის დროს გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის მკაცრი კონტროლის პირობებში, რადგან შეიცავს ადვილად მოსანელებელ ნახშირწყლებს
შემადგენლობა
შეიცავს:
• პრებიოტიკს (GOS);
• ომეგა 3- ცხიმოვან მჟავებს.
არ შეიცავს:
• გლუტენს;
• კონსერვანტებს, საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
გამოყენების წესი
ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ანადუღარი და 70ºC-მდე გაგრილებული ჩვეულებრივი წყალი ან 70ºC-მდე გამთბარი ”ჰუმანას” წყალი
3 საზომი კოვზი (13 გ) ფხვნილი + 90 მლ წყალი = 100 მლ დასალევად გამზადებულ ნარევს
გააგრილეთ დასალევად გამზადებული ნარევი: გამოიყენეთ წყლით სავსე ჯამი ან მიუშვირეთ წყალს (5-7 წუთის განმავლობაში).
მზა ნარევი ბავშვს უნდა მიეცეს 37ºC-მდე გაგრილებული
მითითებული დოზები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და შე¬საძლებელია შეიცვალოს ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
|
მზა/ |
კვების |
|
|
|
|
100 |
7-8 |
|
130 |
6-7 |
|
170 |
5-6 |
|
200 |
4-5 |
გაფრთხილება
შენახვის პირობები: გახსნილ მდგომარეობა-ში ყუთი ინახება მშრალ და გრილ ადგილას სამი კვირის განმავლობაში. ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს.