Plasmon
ნუტრილონი პრემიუმი პრე / Nutrilon Premium pre
  • აღწერა: დიეტური (სამკურნალო) მშრალი რძის ნარევი დღენაკლული ბავშვებისთვის
  • მოცულობა: 400 გრ
  • დანიშნულება: ბავშვის კვება; რძე ადაპტირებული; სამკურნალო ნარევი

ნუტრილონი პრემიუმი პრე

დიეტური (სამკურნალო) მშრალი რძის  ნარევი დღენაკლული ბავშვებისთვის  დაბადებიდან

ნეტო: 400 გ

შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით.

ყურადღება! ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია.

ნუტრილონი პრემიუმი პრე - სპეციალური (სამკურნალო) კვება მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივით; ცილა/ენერგიის მაღალი შეფარდებით; შეუცვლელი ნუტრიენტებით.  შექმნილია  დღენაკლული  ბავშვების კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.                 ნუტრილონი პრემიუმი პრე გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

ინგრედიენტები: გაუცხიმოვებული რძე (21,89%), ლაქტოზა რძისგან (16,35%), გლუკოზის სიროფი, მცენარეული ცხიმების ნარევი (მაღალოლეინური მზესუმზირის, რაფსის, მზესუმზირის, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები (ქოქოსის და/ან პალმის ზეთისგან), საღამოს ფურისულას), რძის შრატის ცილები (10,28 %),  გალაქტოოლიგოსაქარიდები რძისგან (8,25%), გაუწყლოებული რძის ცხიმი (7,60%), კვერცხის გულის ლიპიდები,  მალტოდექსტრინი, მინერალური ნივთიერებები, ფრუქტოოლიგოსაქარიდები, თევზის ქონი, მორტიერელა ალპინას ზეთი, ვიტამინები, ინოზიტი, ქოლინის ქლორიდი, ემულგატორი სოიოს ლეციტინი, ტაურინი, ნუკლეოტიდები, L-კარნიტინი, მიკროელემენტები.

მნიშვნელოვანია: ჩვილი ბავშვებისთვის ოპტიმალურია ძუძუთი კვება. ნუტრილონი პრემიუმი პრეს გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის ასაცილებლად, ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მომზადების წესი. საკვების არასწორად მომზადებამ  და გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. არ შეიძლება დაენიშნოს ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ნარევის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე. მარტო არასდროს დატოვოთ ბავშვი კვებისას. მოამზადეთ საკვები უშუალოდ გამოყენების წინ! ცხელი კოშტების თავიდან ასაცილებლად არ გაათბოთ ნარევი მიკროტალღურ ღუმელში.

მომზადების წესი: 1) დაიბანეთ ხელები. მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა.  2) აადუღეთ სუფთა სასმელი წყალი, გააგრილეთ 40C-მდე. კვების ცხრილის შესაბამისი ზუსტი რაოდენობის წყალი ჩაასხით გასტერილებულ ბოთლში. 3) გამოიყენეთ თანდართული საზომი კოვზი, დაამუშავეთ ადუღებული წყლით და გააშრეთ. ზედმეტი ფხვნილი გადაასწორეთ დანის უკანა პირით. 4)  ინსტრუქციის შესაბამისი ზუსტი რაოდენობის ფხვნილი ჩაამატეთ წყალში, მეტი ან ნაკლები რაოდენობის დამატებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. 5) დაახურეთ ბოთლს და კარგად შეანჯღრიეთ ნარევის სრულ გახსნამდე. ბოთლს გაუკეთეთ სტერილური საწოვარა. 6) გააგრილეთ ბოთლი. მაჯის შიდა ზედაპირზე დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა (37C). დაიწყეთ კვება საკვების მომზადებისთანავე და ყოველთვის ერთი საათის განმავლობაში. 7) კვების დსრულებისთანავე გარეცხეთ ბოთლი და საწოვარა.  არასდროს  გამოიყენოთ  მზა ნარევის ნარჩენები  შემდგომი კვებისთვის.

საკვების მოცულობას და  კვების  სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი!

სტანდარტული დოზირება: 100 მლ ნუტრილონი პრემიუმი   პრე-ს მზა ნარევი = 90 მლ წყალი (40C)  + 3 საზომი კოვზი მშრალი ნარევი (16,8 გ) = 330 კჯ (79 კკალ).                              

1 საზომი კოვზი = 5,6    მშრალი ნარევი

გამოიყენეთ მხოლოდ შეფუთვაში არსებული კოვზი.

შენახვის პირობები და კვება: ცხელი კოშტების თავიდან ასაცილებლად არ გაათბოთ საკვები მიკროტალღურ ღუმელში. მჭიდროდ თავდახურული ქილა შეინახეთ მშრალ, გრილ (<25C) ადგილზე, მაგრამ არა მაცივარში. ქილის შიგთავსი გამოიყენეთ გახსნიდან 3 კვირის განმავლობაში.

 

 

დამზადების თარიღი იხილეთ ქილის ძირზე.

გამოიყენება ქილის ძირზე მითითებულ თარიღამდე.