BIH მრავალპროფილური ჰოსპიტალია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში მუშაობს: გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, პედიატრიის,პროქტოლოგიის, რადიოლოგიის მიმართულებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.
ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
BIH -ში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში არიან ჩართული და მუდმივად ეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება.
ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
BIH ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. ჰოსპიტალის მენეჯმენტის მიზანი JCI -ის აკრედიტაციის მოპოვებაა, რომელიც გლობალურ ჯანდაცვაში ოქროს სტანდარტად განიხილება.