Plasmon
კარაპს მედლაინი

მენეჯმენტი
რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "CARAPS MEDLINE" დაარსდა 1998 წელს. იგი წარმოადგენს ქართული მედიცინის კერძო სექტორის პიონერს.  2001 წელს მიენიჭა მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი.
 
"CARAPS MEDLINE"-ის დამფუძნებელია - ქ-ნი ფერიდე ხიდეშელი, რომელიც უდგას კლინიკას სათავეში დაარსების დღიდან და გახლავთ მისი ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. 
 
სამკურნალო დარგში კლინიკის დირექტორის მოადგილეა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, პროგრამ-დირექტორი ანესთეზიოლოგიის დარგში ნოდარ ლებანიძე.
 
თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, უსაფრთხოების გარანტია და უმტკივნეულო მკურნალობა, პაციენტების პრობლემისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსების სწორად გამოყენება, მაღალკვალიფიციური უფროსი და საშუალო სამედიცინო პერსონალი განსაზღვრავს "CARAPS MEDLINE" - ის წარმატებულ მუშაობას.

სტრატეგია
„კარაპს მედლაინის” განვითარების სტრატეგიული გეგმა შემდგომ მიმართულებებს მოიცავს: 
- ლიდერის პოზიციის შენარჩუნება და პარალელურად, საბაზრო წილის გაფართოება; 
- მომსახურების გაზრდა; 
- კვალიფიციური კადრების მოძიება, სტიმულირება  ხარისხისა და სერვისის უვნებლობის მართვის სისტემის მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება-დაკმაყოფილება.

მისია
კლინიკის მენეჯმენტი უმთავრეს პრიორიტეტად კომპანიის მიმართ მომხმარებელთა ლოიალობის ამაღლებას, პაციენტთა მოთხოვნილების გაზრდის უზრუნველყოფას და კვალიფიციური კადრების დასაქმებას მიიჩნევს.
 
”კარაპს მედლაინი” მაქსიმალურადაა ორიენტირებული მომხმარებელის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნილებებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.