Baltic Clinic არის ლიტვური ოფთალმოლოგიური პროფილის კლინიკა თბილისში, რომელიც ფუნქციონირებს 2013 წლიდან და გთავაზობთ მაღალი ხარისხის, კვალიფიციურ ამბულატორიულ მომსახურებას.
ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპებია: ხარისხი, მჭიდრო და გახსნილი ურთიერთობა პაციენტთან, ყურადღება, კეთილსინდისიერება და გულწრფელობა.
რატომ არის ჩვენთან მოსვლა საიმედო და გამართლებული:
კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება იაპონიის, გერმანიის და სხვა ქვეყნების წამყვანი სამედიცინო მწარმოებელი ფირმების დიაგნოსტიკური აპარატურის მეშვეობით. ამასთანავე, პაციენტს შესაძლებელია ჩაუტარდეს ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორებიცაა თვალის კომპიუტერული ტომოგრაფია (3D OCT-2000, Topcon), კომპიუტერული პერიმეტრია (OPTOPOL Technology), ჩვილ ბავშვთა რეფრაქტომეტრია (0-3 წლამდე ბავშვების ოპტიკური პრობლემების ობიექტური დიაგნოსტიკური ხელსაწყო Plusoptix A09) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზოგიერთი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება მხოლოდ Baltic Clinic-შია შესაძლებელი;
კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები თქვენს პრობლემებს ყურადღებით გააანალიზებენ და მკურნალობის დროს დაეყრდნობიან ევროპულ სტანდარტებს;
ჩვენ უდმივად ვმართავთ კონსულტაციებს ლიტველ სპეციალისტებთან. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა (მათ შორის ქირურგიულიც) ლიტვის წამყვან კლინიკებში;
კლინიკასთან არსებობს კონტაქტური კორექციის ცენტრი, სადაც პაციენტს შეუძლია Johnson & Johnson-ისა და სხვა ფირმების კონტაქტური ლინზების, ხსნარების, თვალის დამცავი და ჰიგიენური საშუალებების შეძენა;
ექიმების მიერ დადგენილი კონტაქტური ლინზების ნომრის მიხედვით, გთავაზობთ მაღალხარისხიანი კონტაქტური ლინზების დიდ არჩევანს. აგრეთვე, შეგასწავლით მათი მოხმარების წესებს;
ოპტიკაში გთავაზობთ, როგორც მზის, ასევე ოპტიკური ჩარჩოების დიდ არჩევანს. ექიმის კონსულტაციის შემდეგ, კლინიკიდან გაუსვლელად, სწრაფად და ხარისხიანად დაგიმზადდებათ სათვალე;
თქვენ აქ დაგვხდებათ კომფორტული და თბილი გარემო.