Plasmon
ლილი რატიანის კლინიკა

ლილი რატიანის კლინიკა
ჩვენი ცოდნა და გამოცდილება თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

კლინიკა გთავაზობთ მაღალეფექტურ სამკურნალო პროცედურებს პროფესიონალ ექიმებთან, ძვალ-სახსრის დაავადებათა მკურნალობას უნიკალური მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია საუკუნეებით გამოცდილი ტრადიციული მალამოების და თანამედროვე კლასიკური მედიცინის მიღწევების ჰარმონიული კომბინაციით.
ჩვენს კლინიკაში ასევე შესაძლებელია ტროფიკული წყლულების მაღალეფექტური მკურნალობა.
კლინიკაში ეფექტურად, ქირურგიული ოპერაციისა და თაბაშირის გარეშე ვმკურნალობთ შემდეგ დაავადებებს:

• მწვავე მოტეხილობები:-უნიკალური ეტაპობრივი და უმტკივნეულო ჩასწორება და შეხორცება (მაქსიმალურად მოკლე დროში სრული რეაბილიტაციით).
• შეუხორცებელი მოტეხილობებისა და ცრუ სახსრების მკურნალობა უნიკალური, მაღალეფექტური, კომბინირებული მეთოდით.
• სახსრების ტრავმული, ანთებითი და დეგენერაციული (ართროზები) დაავადებები.
• ხერხემლის დაავადებები (კიფო-სკოლიოზი, ოსტრეოქონდროზი, სპონდილოართროზი) 
• ხერხემლის მალთაშუა დისკების თიაქარი და დისკოგენური რადიკულიტი.
• მენისკის (მუხლის სახსარი) დაზიანება
• ქრონიკული ასტეომიელიტების კომპლექსური მკურნალობა.
• ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობა-მათ შორის სახსრების ენდოპროტეზირების შემდგომ პერიოდში.
მკურნალობა ასევე გულისხმობს სხეულის დაზიანებული სეგმენტის გამაჯანსაღებელ მასაჟს მცენარეული ეთერზეთებით, რომელიც გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდშიც.

დიაგნოსტიკა
- რენტგენოლოგია (შესაძლებელია ბინაზე გამოძახება)
- ლაბორატორიული გამოკვლევები (შესაძლებელია ბინაზე გამოძახება)
- ექოსკოპია

რეაბილიტაცია
- სამკურნალო ვარჯიშები
- სარეაბილიტაციო სამკურნალო მასაჟი
- სამედიცინო მოვლა
- მასაჟი მცენარეული ეთერზეთებით (შესაძლებელია ბინაზე გამოძახება)