სამედიცინო ცენტრი ,,მედელიტი” ფუნქციონირებს 2010 წლის 15 თებერვლიდან. კლინიკა მრავალპროფილურია.
ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, პედიატრია, სექსოპათოლოგია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, რადიოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, ალერგოლოგია.)
2011 წლის 1 მაისიდან ცენტრის ბაზაზე ფუმქციონირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრა პროფესორ დავით ვირსალაძის ხელმძღვანელობით. კლინიკაში ტარდება ყველა ენდოკრინული დაავადების გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა. (მათ შორის: შაქრიანიდიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, სიმსუქნე, ფარისებრიჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები და ა.შ.)
კლინიკაში ხელმისაწვდომია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის კვლევის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები ტარდება პაციენტის 50%იანი თანადაფინანსებით. თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერთათვის, საქართველოს მასშტაბით- პედაგოგთა და სტუდენტთათვის, ასევე უმწეოთა დაზღვევის მქონე პირთათვის პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები უფასოა.
კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ულტრასონოგრაფით (ექოსკოპით). ტარდება ფარისებრი ჯირკვლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა (გინეკოლოგიური) ექოსკოპია.