Plasmon
მედცენტრი

შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი’’

საქმიანობის სფერო:  გეგმიური ამბულატორიული და ჰოსპიტალური სერვისების მიმწოდებელი  მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება,კლინიკური ონკოლოგია, ონკოლოგიური ქირურგია.

მისამართი:  ქ.ბათუმი 26 მაისის ქ. N74/ ა.პუშკინის ქ.N118-120

ტელეფონი: (0422) 22 60 60  

 

1945 წელს აჭარაში დაარსდა პირველი ონკოლოგიური დაწესებულება ონკოპუნქტის სახელით.

1951 წელს N1 საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა აჭარის არ ონკოლოგიური დისპანსერი.

1965 წლიდან იწყებს ფუნქციონირებას  როგორც შპს,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრი’’.

2012 წელს დაიწყო ახალი ეტაპი შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი"-ს

ისტორიაში,მოხდა ჰოსპიტალის სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია.

2018 წელს მოხდა რებრენდინგი, დღეს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ოპერირებს  ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის’’ სახელით და აგრძელებს შპს,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის’’ 60 წლიან ისტორიას.

მედცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას,სადაც ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები:

- კარდიოლოგია და ინტერვენციული კარდიოლოგია,არითმოლოგია,კარდიოქირურგია;

- ანგიოლოგია-ანგიოქირურგია;

- ანესთეზია-რეანიმაცია;

- ჰემატოლოგია,ონკო-ჰემატოლოგია;

- ტრანსფუზიოლოგია;

- კლინიკური ონკოლოგია-ქიმიოთერაპია,პალიატიური მზრუნველობა;

- ონკოლოგიური ქირურგია;

- შინაგანი მედიცინა-თერაპია;

- ნევროლოგია;

- ნეიროქირურგია;

- ზოგადი ქირურგია;

- ორთოპედიატრავმატოლოგია;

- უროლოგია;ონკო-უროლოგია;

- გინეკოლოგია;ონკო-გინეკოლოგია;

- პლასტიკური ქირურგია;

- ოტორინილარინგოლოგია;

- თავ-კისრის და ენდოკრინული ქირურგია;

- ყბა-სახის ქირურგია;

- ოფთალმოლოგია;

- გადაუდებელი მედიცინა-ემერჯენსი;კლინიკურ-ბიოქიმიური ლაბორატორია;

- სისხლის ბანკი

- ჰისტომორფოლოგიური,იმუნოჰისტოქიმიური და ციტოლოგიური ლაბორატორია;

- მოლეკულური ლაბორატორია;

- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა: მუცლის ღრუს,გულის,სისხლძარღვების,      გინეკოლოგიური ორგანოების,ნაყოფის განვითარების დიაგნოსტიკა,ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევა,სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების ულტრასონოგრაფია,სადიაგნოსტიკო ფუნქციური ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით სხსხ პათოლოგიების დროს;

- რენტგენოლოგიური გამოკვლევები: გულმკერდის ღრუს, ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია, ურეთერო-ცისტოგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია, რენტგენო-მამოგრაფია;

- DEXA დენსიტომეტრია (ძვლების სიმკვრივის დიაგნოსტიკა)

- გულის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა (ეკგ 24 და 48 სთ. ჰოლტერი, დატვირთვის სტრეს ტესტი(ველოერგომეტრია), 24 სთ. არტერიული წნევის მონიტორინგი)

- ელექტროენცეფალოგრაფია(ეეგ), მიოგრაფია;

- ოტორინოლარინგოლოგია(აუდიომეტრია,ტიმპანომეტრია,რინომანომეტრია) სერვისები

- ოფთალმოლოგია( თვალის კომპ.ტომოგრაფია,ვიზომეტრია,რეფრაქტომეტრია,მხედველობის კორექცია (სათვალის შერჩევა),ტონომეტრია,ბიომიკროსკოპია,ოფთალმოსკოპია)

- მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევები:

- კომპიუტერული ტომოგრაფია;

- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;

- პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია PEთ ჩთ (მთელი სხეულის);

- სხივური თერაპია;

- ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი(კლინიკა მონაწილეობს ეროვნული სკრინინგ ცენტრის და ქ.ბათუმის მერიის სკრინინგ პროგრამებში)

 

დღეისათვის ჰოსპიტალის  ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი  დაწესებულები: 

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი (მის: ქ.ბათუმი ბარათაშვილის 30)  მოიცავს პირველადი ჯანდაცვის რგოლს საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიის კომპონენტში და ახორციელებს მეზღვაურთა სამედიცინო შემოწმებას.

კლინიკა სოლომედი ( მის:ქ.ბათუმი, 26 მაისის 74) გეგმიური ამბულატორია, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის  VIP სამედიცინო მომსახურებას და კომფორტულ გარემოს.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა  (მის:ქ.ბათუმი.ტბეთის 4) მოიცავს პირველადი ჯანდაცვის რგოლს საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიის კომპონენტში, კლინიკაში ფუნქციონირებს მოლეკულური ლაბორატორია და ბირთვული მედიცინის ცენტრი(სხივური თერაპია, PEთ ჩთ, კომპიუტერული ტომოგრაფია).

 

ჩვენი ჰოსპიტალის მისიაა:

მომხმარებელს შესთავაზოს, ეფექტური მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.

იზრუნოს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე.

მუდმივად განაახლოს კლინიკის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო აღჭურვილობა თანამედროვე მზარდი მოთხოვმნების შესაბამისად.

უზრუნველყოს ჰოსპიტალში დასაქმებული პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება.

 

ჰოსპიტალის უპირატესობიდან  გამოსარჩევია

ადგილმდებარეობა

პაციენტისთვის წინასწარი ჩაწერის სისტემა და კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების ელექექტრონულ  გაგზავნის შესაძლებლობა.

ყველა სახის უზუსტესი დიაგნოსტიკურ-ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები

მაღალკვალიფიციური პერსონალი.

სასიამოვნო გარემო

გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.

ჰოსპიტალი მონაწილეობს სახელმწიფო და ადგილობრივი ჯანდაცვის პროგრამებში, თანამშრომლობს ყველა სადაზღვეო კომპანიასთან, რომელიც სადაზღვეო ბაზარზე ოპერირებს.