Plasmon
მენტალვიტა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მენტალვიტა მყუდრო და მშვიდ გარემოში გთავაზობთ:
მაღალკვალიფიცირებულ, პიროვნებაზე ორიენტირებულ ფსიქიატრიულ დაფსიქოლოგიურ დახმარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“ დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს პირველ კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ამიერკავკასიაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უზრუნველყოფს სრულფასოვან დახმარებას ყველა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანისათვის. მათ შორის: ნევროზულ, სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებს, სომატოფორმულ აშლილობებს, საკვების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს (ანორექსია, ბულიმია), არაორგანული ბუნების ძილის დარღვევებს, ობსესიურკომპულსურ აშლილობებს (აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი), რეაქციას მწვავე სტრესზე დ აადაპტაციის დარღვევებს, პიროვნულ აშლილობებს (ფსიქოპათია), ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს და ენდოგენურ ფსიქიკურ აშლილობებს (შიზოფრენია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა და ა.შ.)

კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში არსებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები. თერაპიული ალგორითმები ემყარება აშშ–სა და დასავლეთ ევროპის ფსიქიატრიულ პრაქტიკაში მიღებულ სამკურნალო სქემებს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აქტიურადაა გამოყენებული უახლესი ფსიქოთერაპიული და ფსიქოკორექციული მეთოდიკები.
ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც მკურნალობის პირველი დღეებიდან იწყება, მოიცავს ფსიქოთერაპიისა და არტთერაპიის სხვადასხვა ფორმებს.
კლინიკა უწევს კვალიფიციურ სტაციონარულ და ამბულატორიულ დახმარებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს დღის ამბულატორიის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისათვის რომლებსაც უნდათ მიიღონ სრულფასოვან სტაციონარულ მკურნალობასთან მიხლოვებული მკურნალობა აქტიურ ცხოვრებიდან მოუწყვეტლად.
კლინიკაში არის 2–3 ადგილიანი კომფორტული პალატები. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია სრულფასოვანი 4–ჯერადი კვებით.