”ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” დაარსდა 2005 წლის 9 მარტს და წარმოადგენს ინტერდისციპლინურ სამედიცინო ორგანიზაციას. იგი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ მდიდარი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილება ნევროლოგიის, ეპილეფტოლოგიის, ნეიროფსიქოლოგიის, ელექტროფიზიოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის სფეროში.
ორგანიზაციაში მუშაობენ ევროპის ეპილეფსიის აკადემიის წევრები - ბავშვთა და მოზრდილთა ეპილეფტოლოგები, ნევროლოგები, კლინიკური ნეიროფსიქოლოგები, კლინიკური ელექტროფიზიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები და მენეჯერები.
ორგანიზაცია ახორციელებს ორ სახელმწიფო პროგრამას, ევროპის ეპილეფსიის აკადემიის საერთაშორისო პროექტს - ”ორსულობისა და ანტიეპილეფსიური წამლების ტერატოგენობის შემსწავლელი საერთაშორისო რეგისტრი” (EUREPA) დამსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გლობალური კამპანიის (IBE/ILAE/WHO) სადემონსტრაციო პროექტს - ”ეპილეფსიის მართვა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში”.