სერვისების სფეროები:
ზოგადი ოფთალმოლოგია
კატარაქტა
რეფრაქციული ქირურგია
რქოვანა და თვალის ზედაპირის დაავადებები
გლაუკომა
ოპტიკა და რეფრაქცია
ვიტრეორეტინული ქირურგია
თვალის ონკოლოგიური დაავადებები, ორბიტული (თვალბუდის) ოპერაციები და ოკულოპლასტიკა
პედიატრიული ოფთალმოლოგია და სიელმის მკურნალობა
24 საათიანი გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობა
დიაგნოსტიკა: ჩვენს კლინიკაში ტარდება მრავალდარგობრივი, ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური მომსახურება
”ნიუ ჰოსპიტალსის” თვალის ეროვნული ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას. ჩვენი ექიმები მოწოდებულნი არიან პაციენტებს მიაწოდონ პერსონალური და მათთვის აუცილებელი მკურნალობა.
ამიტომ თვალის ეროვნულ ცენტრში თქვენს სამსახურშია ყველაზე თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ოფთალმოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის დარგში მომუშავე მოწინავე მწარმოებლებთან და მიმწოდებლებთან. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს და ვაფასებთ დანადგარების ხარისხს და შესაძლებლობებს, რათა შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს მკურნალობისა და დიაგნოზტიკის ყველაზე მაღალი სტანდარტი.
ჩვენი ჰოსპიტალის გასასინჯი ოთახები აღჭურვილია მოწინავე ფირმების უკანასკნელი თაობის მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებითა და დანადგარებით. ეს ბრენდები მსოფლიოში ცნობილია, როგორც ოფთალმოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი მოწინავე კომპანიები. ეს უახლესი აპარატურა საშუალებას აძლევს იფთალმოლოგებს დასვან სწორი და სწრაფი დიაგნოზი თვალის ნებისმიერ პრობლემაზე.