”თერაპიის სახლში” მკურნალობა ეფუძნება ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ მედიცინას, რომელიც წარმოადგენს კლასიკური მედიცინის გაფართოებას.
საქართველოში ამ მედიცინის შემოსვლა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. მოწამლულთა სამკურნალოდ ჩამოსული გერმანელი და ქართველი ექიმების ერთობლივი, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად 1992 წელს დაარსდა ”თერაპიის სახლი”.
”თერაპიის სახლი” დღესაც მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ კლინიკასთან. ხდება თანამშრომელთა რეგულარული საკვალიფიკაციო მივლინებები და ასევე უცხოელ კონსულტანტთა ვიზიტები ”თერაპიის სახლში”.
მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც ამბულატორიულად, ასევე ბინაზე, შინმოვლა (ავადმყოფთა და მოხუცთა სამედიცინო მოვლა, რეაბილიტაცია).
სპეციალისტები:
ოჯახის ექიმი;
პედიატრი;
გინეკოლოგი;
კარდიოლოგი
ალერგოლოგი;
დერმატოლოგი;
ორთოპედ-ტრავმატოლოგი.
დიაგნოსტიკა:
კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორია;
იმუნოფლუოროსცენტული გამოკვლევა;
ექოსკოპია;
მკურნალობის განსაკუთრებულობა:
ადამიანის მთლიანობაზე ორიენტაცია;
დაავადებათა მიზეზების ამოცნობა;
მკურნალობის პროცესში მედიკამენტების და დამხმარე თერაპიების კომპლექსური ზემოქმედების გარდა ინდივიდუალურად პაციენტის თვითგანკურნების ძალების გააქტიურება კლასიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გერმანული ფირმების (ველედა,ვალა, ჰეელი,აბნობა, ისკადორი) და ადგილობრივ ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული სამკურნალო და მოსავლელი საშუალებებით.
მკურნალობის დამხმარე მეთოდები:
სამკურნალო ევრითმია;
ხელოვნებითი თერაპია;
ფიზიოთერაპია (რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები);
მანუალური ლიმფოდრენაჟი;
სამკურნალო ფიზკულტურა:
კლასიკური მასაჟი;
კომპრესიული თერაპია, გერმანული ფირმა Ofa Bamberg -ის უმაღლესი ხარისხის კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენებით.