Plasmon

თამარ ვაშაკიძე არის სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი, პედიატრი, ანთროპოსოფიული მედიცინის ექსპერტი და ამავე დროს, „თერაპიის სახლის“ დირექტორატის წევრი. მისი 28 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოღვაწეობას, მათ შორის: ბავშვთა საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში, როგორც თერაპიულ, ისე ნევროლოგიურ განყოფილებაში, ულტრაბგერითი გამოკვლევების ცენტრსა და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში.
1991 წლიდან კი იგი თავის მოღვაწეობას “თერაპიის სახლს” უკავშირებს.
1995 წლიდან დღემდე კავშირი „ადამიანი და ბუნებას“ ბაზაზე არსებული სამედიცინო კოლეჯის პედაგოგია, ასევე აქტიურად მონაწილეობს უცხოენოვანი სემინარების და გრმანული სამედიცინო ლიტერატურის ქართულად თარგმნაში.
1999 წლიდან კი ქ-ნი თამრიკო „ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ექიმთა კვაშირის“ გამგეობის წევრია. 2005 წლიდან კი კოალიციის „შინ მოვლა საქართველოში“ წევრია. გერმანიაში ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში 1993-1995 წლებში მუშაობდა, როგორც სტუმარი-ექიმი. ქ-ნ თამრიკოს 1981-1987 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს მან გაიარა ანთროპოსოფიული-სამედიცინო პრაქტიკული კურსი გერმანიის ქ. ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში. ხოლო 1994 წელს - შვეიცარიის ქალაქ არლესჰაიმში „ლუკას კლინიკაში“ გაიარა თეორიულ-პრაქტიკული დახელოვნების სემინარი ანთროპოსოფიულ მედიცინაში.
1993 წელს დაამთავრა ულტრაბგერითი მედიცინის კურსი საქართველოს ულტრაბგერითი გამოკვლევების რესპუბლიკურ ცენტრში. 1999 წელს გაიარა თერაპიის კურსი დიპლომის შემდგომი განათლების სახემწიფო სამედიცინო აკადემიის ბაზაზე და დამატებით მიიღო თერაპევტის წოდება. თამარ ვაშაკიძემ 2006 წელს დაამთავრა ოჯახის ექიმის რეზიდენტურის კურსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის ცეტრში და მიენიჭა სერტიფიცირებული ოჯახის ექიმის წოდება.
1991-1996 წლებში შვეიცარიაში ქ. დორნახში და ავსტრიის ქალაქ ვენაში მონაწილეობდა ახალგაზრდა მედიკოსთა კონფერენციებში.
1991-2001 წლებში კი მონაწილეობა მიიღო ექიმთა საერთაშორისო კონფერენციებში და ანთროპოსოფ ექიმთა ინტერნაციონალური კავშირის შეკრებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოდან დელეგატის სტატუსით. შვეიცარიაში, ქ. დორნახში 2004-2012 წლებში ყოველწლიურად მონაწილეობდა ექიმთა საერთაშორისო კონფერენციებში და ასევე, ანთროპოსოფ ექიმთა ინტერნაციონალურ შეკრებებზე საქართველოს წარმომადგენელი დელეგატის სტატუსით. ქ-ნი თამრიკო ასევე, არის საქართველოს ანთროპოსოფ ექიმთა კავშირის, საქართველოს პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაციათა წევრი.