ყველაფერი 1994 წლის მაისში დაიწყო - საქართველოში, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის N126-ში გაიხსნა სტომატოლოგიის კლინიკა „უნიდენტი“. ჩვენი, ანუ კლინიკის დამფუძნებელთა უდიდესი სურვილი იყო – ისეთი სამედიცინო ცენტრი დაგვეარსებინა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პაციენტების უნიკალური და უნივერსალური სტომატოლოგიური მეთოდებით მკურნალობა. ამ მიზნის განხორციელება არ გაგვჭირვებია, რადგან „უნიდენტის“ შტატი პროფესიონალი კლინიცისტებითა და სასწავლო-კვლევითი საქმიანობის დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდა.
კლინიკა თანმიმდევრულად იზრდება და ამჟამად საქართველოში ყველაზე დიდ კერძო სტომატოლოგიურ დაწესებულებას წარმოადგენს.
ჩვენთან თვალსაჩინო კონტროლია სტერილიზაციაზე. „უნიდენტის“ პაციენტს სპეციალური მარკერების საშუალებით თავად შეუძლია დარწმუნდეს სამედიცინო ინსტრუმენტთა სტერილობაში.
„უნიდენტის“ექიმთა გუნდის დაუღალავმა შრომამ, პაციენტებზე ზრუნვამ, მსოფლიოს მოწინავე წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში სტაჟირებებმა და სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში ყოველწლიურმა მონაწილეობამ შედეგი გამოიღო და მალე უმაღლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე სტომატოლოგიის კლინიკა „უნიდენტმა“დამსახურებული ავტორიტეტი მოიპოვა. სწორედ ამიტომ საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ „უნიდენტს“ სტომატოლოგიის სხვადასხვა დარგში ექიმი-რეზიდენტების მომზადების უფლება მიანიჭა. კლინიკა ამ საქმეს თავს წარმატებით ართმევს.
1996 წლიდან „უნიდენტში“ რეზიდენტურა 600-ზე მეტმა ექიმმა-სპეციალისტმა გაიარა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სამედიცინო დაწესებულებებში.
„უნიდენტი“ რეგულარულად ახორციელებს ქართველი და უცხოელი პროფესორებისა და სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ბრენდების მასტერ-კლასების ორგანიზებას მათთვის, ვისაც პრაქტიკულ სტომატოლოგიაში დახელოვნება სურს.
კლინიკის წინსვლას და წარმატებებს გერმანელ პარტნიორებთან ახლო კონტაქტები და მჭიდრო თანამშრომლობაც განაპირობებს. ექიმ რობერტ შალტერის (მიუნჰენი, ბავარია, გერმანია) ძალისხმევითა და დახმარებით მაღალ დონეზე აღიჭურვა კბილის სატექნიკო ლაბორატორია. ამან საშუალება მოგვცა მაქსიმალურად დაგვეხვეწა ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების პროცესი, გაგვეზარდა მათი ესთეტიკური პარამეტრები და სტომატოლოგიური სამსახურის გერმანული სტანდარტებისთვის მიგვეღწია. გერმანული სტომატოლოგია კი მთელ მსოფლიოში საუკეთესოა.
ჩვენი კლინიკა ამაყობს იმით, რომ აქ, პირველად საქართველოში დაინერგა ყბა-კბილთა სისტემის ორთოდონტული მკურნალობის ახალი მეთოდები. ტრადიციული მოსახსნელი ტიპის აპარატების ალტერნატივად მოუხსნელი ტიპის ორთოდონტულ აპარატებს – ბრეის-სისტემას ვიყენებთ. ჩვენთან მუშაობს აშშ-ში რეზიდენტურადამთავრებული და სერტიფიცირებული, საქართველოში მოღვაწე პირველი ექიმი-ორთოდონტი – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი თამარ კუბლაშვილი. რუსეთში სერტიფიცირებული ექიმი-ორთოდონტი - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი თეა ზერეკიძე, ექიმი-ორთოდონტი გიორგი გუჯაბიძე (მან 1999 წელს, პირველად საქართველოში, დაიწყო ბრეისებით მკურნალობა).
„უნიდენტში“ რეგულარულად ტარდება აქციები, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სამედიცინო დახმარებას თერაპიულ სტომატოლოგიაში.
2011 წლიდან უნიდენტს უფლება მიენიჭა, ჩაატაროს საქართველოს პრიზმა-ჩემპიონატი რესტავრაციულ ოდონტოლოგიაში.
კლინიკისა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის კონკრეტულ შესაძლებლობაზე ამომწურავ პასუხს ჩვენი ინტერნეტ-გვერდის გულდასმით გაცნობის შემდეგ მიიღებთ, ნათქვამის ჭეშმარიტებაში კი ჩვენს კლინიკაში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდებით. „უნიდენტი“-ს კარი ყველა მსურველისთვის ღიაა. ჩვენი მიზანია პაციენტისთვის კლინიკაში მოსვლა მხოლოდ აუცილებელი კი არა, სასურველიც გახდეს. კლინიკიდან გასვლისას კი იგრძნოთ მკურნალობის მაქსიმალური შედეგი და გაგიჩნდეთ რწმენა იმისა, რომ „უნიდენტი“-ს ყველა წევრი თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს.