Nuk
ნობელი

გლობალური კომპანია Nobel ნახევარ საუკუნეზე მეტი გამოცდილებით, დაარსდა 1964 წელს ასპროცენტიანი შიდა კაპიტალით. დღეს კომპანია Nobel ფლობს ხუთ სამრეწველო კომპლექსს, რომელთაგან სამი თურქეთშია, ერთი ყაზახეთში და ერთი უზბეკეთში და ატარებს სარეკლამო და სავაჭრო ღონისძიებებს მსოფლიოს 20 ქვეყანაში. კომპანია Nobel, რომელშიც დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს, ახდენს თავისი მაღალხარისხოვანი პროდუქციის ექსპორტირებას, რომელიც წარმოებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყანაში.

თურქეთში კომპანია ახორციელებს გაყიდვას, მარკეტინგს და საქმიანობის მართვას სტამბულში, სამრეწველო და სამეცნირო-კვლევით საქმიანობას დიუზჯესა და გებზეში, ნედლეულის წარმოებას ჩერკეზკიოეში არსებულ კომპლექსში.

კომპანია Nobel, ისწრაფვის რა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ეფექტური და მაღალხარისხოვანი პროდუქტების დახმარებით, ახორციელებს სარეკლამო და კომერციულ საქმიანობას საკუთარი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, საქართველო, შვეიცარია, ჩერნოგორია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, კოსოვო, მაკედონია, მონღოლეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და სენეგალი.

მარკეტინგული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება თითოეულ ქვეყანაში, ხორციელდება მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი დადგენილი წესების თანახმად საკუთარი თანამშრომლების დახმარებით თურქეთში.

ჰოლდინგ Ulkar-ში შემავალმა კომპანიამ Nobel İlaç პირველი ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე განახორციელა ყაზახეთში, ხოლო კომპანია NobelAFF, რომელიც შექმნილია 2002 წელს, გახდა პირველი საწარმო ქვეყანაში უცხოური კაპიტალით. მოცემული სამრეწველო კომპლექსი, რომელიც კომპანია Nobel,-ის სიამაყეა, აგრეთვე პირველი საწარმოა ქვეყანაში, რომელმაც მიიღო GMP სერტიფიკატი საუკეთესო საწარმოო სტანდარტებისთვის.

აზიის სიამაყის კიდევ ერთი წყაროა ჩვენი წარმომადგენლობა უზბეკეთში NobelPharmsanoat, რომელიც 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებიდან ერთ-ერთში, უზბეკეთში შექმნილი კომპანია აღიარებული თურქული ბრენდია, რომელმაც კომპანია Nobel-ის ხარისხის ექვივალენტური სახელი და ბრენდი შეიქმნა.

 

მისია

ჩვენი მისია მდგომარეობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ვმუშაობთ რწმენით, რომ „ჯანმრთელობა-უპირველეს ყოვლისა“

 

მსოფლმხედველობა

ჩვენი მსოფლმხედველობა მდგომარეობს საიმედო და ხელმისაწვდომი პროდუქციის უზრუნველყოფაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში.