Nuk

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.

თელია ალექსანდრე (დავითი) ზაქარიას-ძე დაიბადა 1954 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-60 საშუალო სკოლა. 1972-78 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა კლინიკიური ინტერნატურის და ორდინატურის კურსები ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში ალერგოლოგიის კათედრაზე. ასპირანტური დამთავრების შემდეგ, 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაციები.
1994 წლიდან 1996 წლამდე მუშობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე. 2001-2003 წლებში მოწვეული პროფესრორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების და გამოტვლიტი მათემატიკის კათადრაზე.
2003-2005 წლებში იყო თსსუ ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
ამჟამად არის თსსუ შინაგან სნეულებათა N2 დეპარტამენტის ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.
კლინიკური (ლიცენზირებულ) საქმიანობას ეწევა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით. არის კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობს მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. 2005 წელს გამოაქვეყნა მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელო (ქართულ ენაზე).
არის საქ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საქ. ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქ. მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, საქ. მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ნაშრომები, სახელმძღვანელოები წარმოდგენილია მის პერსონალურ ვებ-გვერდზე www. telia.ge
გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი. არის 9 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.