გიორგი ალექსანდრეს ძე ჩიჩუა დაიბადა ქ. თბილისში 1971 წელს.
1988 წელს წარჩინებით ჩააბარა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1994 წ.
1994 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში.
1997 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1997 წელს ჩაირიცხა გერმანიის ქ. ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის დოქტორანტურაში, სადაც გააგრძელა თავის სამეცნიერო მოღვაწეობა 2 წლის განმავლობაში.
2000 წლიდან გააგრძელა თავის მეცნიერულ მოღვაწეობა გერმანიის ქ. მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
2002 წ. დაიწყო საქმიანობა თბილისის თვალის სნეულებათა კლინიკის შპს ,,მზერა“-ს დირექტორის თანამდებობაზე.
2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოსტტრავმული პროლიფერაციული ვიტრეორეტინული პათოლოგიის პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 2003 წელს.
გერმანიაში მოღვაწეობის დროს დაამყარა ურთიერთობები გერმანიის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოში განხორციელდა არაერთი ჰუმანიტარული აქცია და უსასყიდლოდ დაუბრუნდა მხედველობა სოციალურად დაუცველ რამოდენიმე ათას მოსახლეს. გიორგი ჩიჩუა არჩეულია საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრად, არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი ოფთალმოლოგიის დარგში. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.