გიორგი პაპიაშვილი1991 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დაამთავრა წარჩინების დიპლომით.
- 2000 წელს გახდა კარდიოლოგიის პირველი რეზიდენტი და 2003 წელს მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "კარდიოლოგია".
- 2005-2006 წლებში გაიარა ფელოუშიპი გულის კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიაში ბარსელონის უნივერსიტეტის კლინიკურ ჰოსპიტალში პროფესორ ჯოზეფ ბრუგადას ხელმძღვანელობით.
- 2009-2010 წლებში გაიარა EHRA advanced ფელოუშიპი გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში ბელგიის ქალაქ ბრიუგეს AZ Sint Jan ჰოსპიტალში პროფესორ მატიას დუიცჰავერის ხელმძღვანელობით.
- 2006 წელს დაიწყო მუშაობა ჯო ენის სამედიცინო ცენტრში, სადაც ჩამოაყალიბა არითმოლოგიური სამსახური, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.
- 2007 წელს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ასევე ჩამოაყალიბა არითმოლოგიური სამსახური, რომლის ხელმძღვანელადაც მუშაობდა 2010 წლამდე.
- 2017 წელს ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარალელურად მუშაობა დაიწყო კლინიკა "ჰელსიკორში", სადაც ასევე ხელმძღვანელობს არითმოლოგიურ დეპარტამენტს.
- 2007 წელს პირველმა პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩაააბარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) სასერტიფიკაციო გამოცდა გულის ელექტროფიზიოლოგიასა და აბლაციებში (თეორიული ნაწილი) და 2009 წელს მიიღო სრული ევროპული სერტიფიცირება ამ დარგში.
- 2011 წელს მის ქართველ კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია (GeHRA) და არჩეულ იქნა მის პირველ პრეზიდენტად.
- არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის ისეთ ავტორიტეტულ ჟურნალებში, როგორებიცაა EP Europace, Heart Rhythm, Journal of Cardiovascular Electrophysiology, Pacing and Clinical Electrophysiology.
- არის ევროპის გულის რიტმის ასოციაციის, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების, ევროპის გულის უკმარისობის საზოგადოების და ევროპის ინსულტის საბჭოს წევრი.
- 2018 წელს აირჩიეს ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) აღმასრულებელი ორგანოს ნაციონალური ასოციაციების კომიტეტის წევრად.
- ჩატარებული აქვს 2500-ზე მეტი აბლაციის, ელექტროფიზიოლოგიური კვლევისა და იმპლანტაციის პროცედურა. მის მიერ საქართველოში პირველად ჩატარდა გულის ეპიკარდიული კარტირება, წინაგულთა ფიბრილაციის ("მოციმციმე არითმიის") აბლაცია ფაზური რადიოსიხშირით, კათეტერული აბლაცია სრულიად რენტგენო-დასხივების გარეშე, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის სრულად ექსტრაკარდიული იმპლანტაცია, პირველი ჰისის კონის კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია, ტრანსატრიალური ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტაცია.
- არის გულის ელექტროფიზიოლოგიასა და არითმიების მართვაში სუბსპეციალიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
- ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს