Plasmon
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამედიცინო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან, რაც უახლესი სამკურნალო მეთოდებისა და ტექნოლოგიების დროულად შესწავლასა და დანერგვის საშუალებას იძლევა.“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ უცხოელი სპეციალისტების მიერ ერთ– ერთ წამყვან კარდიოქირურგიულ კლინიკად არის მიჩნეული კავკასიის რეგიონში. ამის დასტურია მეზობელი ქვეყნებიდან სულ უფრო მზარდი პაციენტთა ნაკადი.

ბავშთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიის პროგრამა:
-სრულყოფილი სპექტრი
-დაბალი წონის და ახალშობილთა ქირურგია
-თანდაყოლილი მანკების ენდოვასკულარული მკურნალობა
-სრული უნიფოკალიზაციის პროცედურები

მოზრდილთა ქირურგია:
-სრული სპექტრი
-მწვავე და დაბალი განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა
-აორტის ქირურგია
-კომპლექსური ოპერაციები

ორგანიზმს გარეთ სიცოცხლის შენარჩუნების პროგრამა
ნებაყოფლობით დონორობის პრინციპზე დაფუძნებული სისხლის გადასხმის სამსახური