გიორგი თოდრია
ჯო ენის სამედიცინო ცენტრის, გულის თანდაყოლილი მანკების და ბავშვთა გულის პათოლოგიის დეპარტამენტის - ანტენატალური კარდიოლოგი, ბავშვთა კარდიოლოგი.
გიორგი ექიმი ზრუნავს ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე, აკეთებს ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფიულ კვლევას.
პროფესიული გამოცდილება:
ჯო ენის სამედიცინო ცენტრში მუშაობს 2011 წლიდან;
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიოდა გერმანიაში, ქ.იენა. დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ინსტიტუტი.
აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები:
- მოზრდილთა კარდიოლოგია;
- ბავშვთა კარდიოლოგია - რევმატოლოგია;
- სუბსპეციალობა: ექოკარდიოგრაფია.
ექიმი თოდრია აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში:
- ბავშვთა კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის მსოფლიო კონგრესი - 2017 წელი, ბარსელონა, ესპანეთი;
- ნაყოფის კარდიოლოგიის სიმპოზიუმი - 2017 წელი, მიუნხენი, გერმანია;
- ევროპის ბავშვთა და გულის თანდაყოლილი პათოლოგიების კარდიოლოგთა ასოციაციის ყოველწიური 52-ე შეხვედრა - 2018 წელი, ათენი, საბერძნეთი;
- ნაყოფის კარდიოლოგიის მე-9 სიმპოზიუმი - 2018 წელი, ფენიქსი, არიზონა.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.