მედიცინის დოქტორი
კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი
ეროვნული პრემიის ლაურეატი
პროფესიული გამოცდილება
1994 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში. 2002 წლიდან არის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო ნაშრომი. 1996, 1997 და 2000 წლებში სტაჟირება გაიარა გრაცის (ავსტრია), ათენის (საბერძნეთი) საუნივერსიტეტო კლინიკებში. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში (ავსტრია, ჩეხეთი, ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, მოსკოვი). არის საქართველოს და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციების წევრი. 2011 წელს მიენიჭა ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში.