Plasmon
თოდუას კლინიკა

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1991 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიის დარგში. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: ”დაავადებათა ადრეული კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.”

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს წამყვანი სამკურნალო–დიაგნოსტიკური საუნივერსიტეტო დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტში 4 საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის განყოფილება და სტაციონარია. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიისა და ქირურგიის რიგ მიმართულებებში. ინსტიტუტი დაარსდა 1991 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა მედიცინის დარგში.

ინსტიტუტში მოქმედებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრი. თუ გსურთ დაეუფლოთ თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მეთოდიკებს, რომელიც გამოიყენება კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განცხადება ინდივიდუალური სტაჟირების კურსის გავლის შესახებ. სტაჟირების თემატიკა შეირჩევა ინდივიდუალურად, სურვილისამებრ. სწავლების (სტაჟირების) კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი არჩეულ თემატიკაში. სტაჟიორები მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით სარგებლობენ ინსტიტუტის თანამშრომლების უფლებებით, დაიშვებიან კვლევებსა და ოპერაციებზე.