მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, საქართველოს ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.
განათლება:
• კლინიკური სტაჟირება ონკოუროლოგიურ რობოტულ ქირურგიაში – ფლორიდის ჰოსპიტალი (ხელმძღვანელი – Vipul Patel), ორლანდო, აშშ, 11.2017
• კლინიკური სტაჟირება ლაპარასკოპიულ უროლოგიაში – ქ. ბერლინის ვივანტეს კლინიკები ფრიდრიხზაინსა და ურბანში (ხელმძღვანელი Prof. Jan Roigas), გერმანია, 08.2012
• კლინიკურ-სამეცნიერო მუშაობა ონკოუროლოგიასა და ბავშვთა უროლოგიაში – ქ. ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიური კლინიკა, გერმანია, 11.2005-02.2007.
• აკადემიური გაცვლა – ამერიკისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციას შორის (მეიოს კლინიკა, დუკის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი), აშშ. 05.2003
• კლინიკური სტაჟირება ზოგად უროლოგიაში – ქ. ვენის საუნივერსიტეტო უროლოგიური კლინიკა (ხელმძღვანელი პროფ M. Marberger), ვენა, ავსტრია, 09.2003
• კლინიკური და სამეცნიერო მუშაობა პროსტატის კიბოზე – ქ. მალმოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიური კლინიკა (ხელმძღვანელი პროფ. P-A. Abrahamsson). მალმო, შვედეთი, 09.2000-10.2001
• კლინიკური და სამეცნიერო მუშაობა ზოგად უროლოგიაში და შარდკენჭოვან დაავადებაზე – ქ. ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიური კლინიკა (Chief-Prof. S.Müller). ბონი, გერმანია. 10.1997-01.1998
• კლინიკური სტაჟირება ოპერაციულ უროლოგიასა და ენდოუროლოგიაში _ ქ. მაინის ოფენბახის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიური კლინიკა (ხელმძღვანელი prof. U.W. Tunn). მაინის ოფებახი, გერმანია, 10.1996-12.1996
• კლინიკური სტაჟირება ონკოუროლოგიასა და ზოგად უროლოგიაში – ქ. ნაიმეგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, უროლოგიური კლინიკა (ხელმძღვანელი Prof. F.M.J. Debruyne). ნაიმეგენი, ჰოლანდია. 09.1995 – 12.1995
• კლინიკური ასპირანტურა – ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრა (ხელმძღვანელი პროფ. ვ. რიაბინსკი) მოსკოვი, რუსეთი. 1989-1991წწ.
• კლინიკური ორდინატურა – ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრა (ხელმძღვანელი პროფ. ვ. რიაბინსკი) მოსკოვი, რუსეთი. 1987-1989წწ.
• ინტერნატურა – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს აბდომინური ქირურგიის განყოფილება (ხელმძღვანელი პროფ. თ. ახმეტელი), თბილისი, საქართველო. 08.1987-10.1987
• უმაღლესი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ვლ.ჟრენტის სახელობის სტიპენდიანტი, წითელი დიპლომი. 1981-87
• საშუალო – ვ.მ. კომაროვის სახელობის ფიზიკო-მათემატიკური სკოლა წარჩინების ატესტატი. 1978-1981
მუშაობის გამოცდილება:
• სრული პროფესორი – უნივერსიტეტი “გეომედი”, 2012 წლიდან
• თსსუ კლინიკური პროფესორი 2015 წლიდან
• წამყვანი სპეციალისტი უროლოგიაში – სს “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები”. თბილისი, საქართველო, 01.03.2012-დან
• გენერალური დირექტორი – სს “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები”. თბილისი, საქართველო, 01.03.2012-01.10.2012
• სამედიცინო დირექტორი– “ლეჩკომბინატი #1”. თბილისი საქართველო 04.2011-12.2011
• გენერალური დირექტორი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი. თბილისი, საქართველო, 2005-2011
• წამყვანი სპეციალისტი უროლოგიაში – შპს “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები”. თბილისი, საქართველო, 01.01.2007-03.2012
• უროლოგიის ასოცირებული პროფესორი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკა. თბილისი, საქართველო, 07.2006-07.2009
• პროფესორი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკა. თბილისი, საქართველო, 25.01.2005-07.2006
• დოცენტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკა. თბილისი, საქართველო, 10.02.2004-30.12.2004
• ასისტენტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკა. თბილისი, საქართველო, 22.01.2001-02.02.2004
• უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი. თბილისი, საქართველო, 1993-1999
• უმაღლესი კატეგორიის უროლოგი – საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს საატესტაციო კომიტეტი, 1994
• უროლოგი – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილება. თბილისი, საქართველო, 1991–2001
• კლინიკური ასპირანტურა – ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრა (ხელმძღვანელი პროფ. ვ. რიაბინსკი) მოსკოვი, რუსეთი, 1989-1991
• კლინიკური ორდინატურა – ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრა (ხელმძღვანელი პროფ. ვ. რიაბინსკი) მოსკოვი, რუსეთი, 1987-1989
• ინტერნატურა – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს აბდომინური ქირურგიის განყოფილება (ხელმძღვანელი პროფ. თ. ახმეტელი). თბილისი, საქართველო, 25.08.1987-06.01.1988
სამეცნიერო მუშაობა
• ევროპისა და ამერიკის ყველაზე მაღალრეიტინგულ, პროფესიონალურ, სამეცნიერო ჟურნალებში პულიკაციების ავტორი (https://www.researchgate.net/profile/Guram_Karazanashvili)
• საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი 2017
• თანამედროვე ტენდენციები გავრცობილი პროსტატის კიბოს მკურნალობაში” მეორე კავკასიური სიმპოზიუმი, 2016
• “თანამედროვე ტენდენციები გავრცობილი პროსტატის კიბოს მკურნალობაში” პირველი კავკასიური სიმპოზიუმი, 2014
• მე-7 გაერთიანებული პოლიპროფილური სამეცნიერო კონფერენცია, ბაკურიანი 2015.
• ევროპის უროლოგთა ასოციაციის კლინიკური კვლევების ოფისის წევრი 2008 წლიდან
• ჟურნალ “European Urology”-ს რეცენზენტი, 2006 წლიდან
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ექსპერტი უროლოგიაში, 2004 წლიდან
• მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – მედიცინის კვალიფიკაციის საბჭო M 14. 40 # 1, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2002
• მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი – მოსკოვის საოლქო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. მოსკოვი, რუსეთი 1991
სპეციალური ჯილდოები, სტიპენდიები:
• სსიპ ‘შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“-ის გრანტი 2016
• სსიპ ‘შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“-ის გრანტი 2014
• საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის «პროსტატის კიბოს აქტუალური საკითხები » 25.05.2011
• ალექსანდრ ფონ ჰამბოლდტის ფონდის სტიპენდია 2005
• აშშ-ს და ევროპის აკადემიური გაცვლის პროგრამის გამარჯვებული (AUA თოურ) 2003
• ავსტრიულ-ამერიკული ფონდის სტიპენდია – 2003
• შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია – 2000
• პრიზი საუკეთესო მოხსენებისთვის _ “პროგრესი და წინააღმდეგობანი
• ონკოუროლოგიაში” როტერდამი, ჰოლანდია, 15-17 ოქტომბერი, 1998
• ავსტრიულ-ამერიკული ფონდის სტიპენდია, 1998
• გერმანიის აკადემიური გაცვლის სტიპენდია – 1997
• გერმანიის უროლოგიური საზოგადოების სტიპენდია, 1996
• ევროპის უროლოგთა ასოციაციის სტიპენდია-1995
• ვლ.ჟრენტის სახელობის სტიპენდია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1985-1987
პროფესიონალ მედიკოსთა საზოგადოებისა და ასოციაციის წევრობა
• საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, 2017 წლიდან
• ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ინტერნაციონალური წევრი, 2010 წლიდან
• გერმანიის ყოფილ სტიპენდიანტთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 2008-2011
• ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი, 1996 წლიდან
• საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი, 1992 წლიდან