პროფესიული გამოცდილება
2010 – დან დღემდე - სტომატოლოგიური კლინიკა შ.პ.ს. “აპექს +” , ექიმი-სტომატოლოგი
2002 – 2009 წწ. - სტომატოლოგიური კლინიკა შ.პ.ს. “მკურნალი 93” , ექიმი-სტომატოლოგი
1997 – 2002 წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ჯარისკაცთა უფლებების ხელშემწყობი ასოციაცია”, სტრასბურგის ECCO ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. ექიმი - სტომატოლოგი
განათლება, კვალიფიკაცია
9 ივნისი 2011 - სასერტიფიკაციო გამოცდა (ქირურგიული სტომატოლოგია)
2007 წ. - ესთეტიური სტომატოლოგიის ნაციონალური აკადემია “TBI Company”
1. კბილების ესთეტიური და ფუნქციური რესტავრაცია თანამედროვე მასალებით;
2. კბილების პირველადი და მეორადი ენდოდონტიური მკურნალობა.
2002 – 2003 წწ. - Muskie პროგრამით / Public Administration/ Health Administration
07. 02 2003წ - TOEFL გამოცდა (compiuter basic)
10 ივლისი 2003 წ - სასერტიფიკაციო გამოცდა (თერაპიული სტომატოლოგია)
1992 – 1997 წწ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. (სტომატოლოგიური ფაკულტეტი, წარჩინების ატესტატი)
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
2007 წ მაისი _ აშშ საერთაშორისო მიკრობიოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი მქონდა სამეცნიერო ნაშრომი “პაროდონტის ინფექციური პათოლოგიების მკურნალობის მეთოდები და შედეგები”. ტორონტო, კანადა
2005 წ ნოემბერი – საერთაშორისო სემინარი “ბაქტერიოფაგის პრეპარატების გამოყენების პერსპექტიულობა პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების მიერ გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში” _ ორგანიზებული ბიოქიმფარმის მიერ, საქართველო, თბილისი.
1992 – 1997 წწ. სამედიცინო აკადემიაში სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი აკადემიის სამეცნიერო კონფერენციებში: თემით – “ცვლადი თანკბილივის თავისებურებები და მათი პროფილაქტიკა”. თემის ხელმძღვანელი – მედ. მეც. დოქტორი, პროფ. გოგი გამგებელი. თემამ დაიმსახურა სამეცნიერო საბჭოს ჯილდო.
ასევე ვმონაწილეობდი საერთაშორისო ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეშე” მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და კონფერენციებში: ზუგდიდი - ხელ-ლი იოანა პაპაკი, ესპანეთის წარმომადგენლობა; ბათუმი – ხელ-ლი ქევინ პოტი, ნიდერლანდების წარმომადგენლობა.
1997 – 2002 წწ. საქართველოს ჯარისკაცთა უფლებების დამცველი საზოგადოება, სტრასბურგის ECCO ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. ვიღებდი მონაწილეობას პროგრამაში “საქართველოს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის რეალური მექანიზმის შემუშავება”.
1998 წ – კონფერენციებისა და სემინარების პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის”. რომელიც ორგანიზებული იყო “The center for Civil-Military Relations Naval Postgraduate School, კალიფორნია, აშშ.
საზოგადოებრივი აქტივობა
გამოცემები
1999 წ. რუსულიდან ქართულ ენაზე გადმოვთარგმნე, რედაქტირება და კორექტირება გავუკეთე 560 გვერდიან სასწავლო-სახელმძღვნელოს სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის – “თერაპიული სტომატოლოგია” (ავტორი რუსული სტომატოლოგიის კორიფე პროფ. ე. ვ. ბოროვსკი). ქართული თარგმანის რედაქტორი – პროფ. აკადემიკოსი ლია ჭელიძე, რეცენზენტი – პროფ. ვ. მარგველაშვილი.
1999 წ. – გამოვიდა წიგნი ახალგაზრდა დედებისათვის “მალე დედა გავხდები”, რომელშიც შევიდა ჩემი საავტორო სტატია სტომატოლოგიური რჩევებით – “როგორ მოვუაროთ ახალშობილის პირის ღრუს”.
1998 წ – “საქართველოს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის რეალური მექანიზმის შემუშავება” (სახელმძღვანელო ახალწვეულებისათვის)
დამატებითი მონაცემები
ენები: ქართული - მშობლიური, რუსული, ინგლისური და ფრანგული - კარგად, გერმანული - სალაპარაკო