კლინიკის ხელმძღვანელი, ონკო-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
პროფესიული საქმიანობა
2012 - დან დღემდე-მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის-„ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი"-ს ხელმძღვანელი
2006-დან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი
2000-2006 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე
1999-2000 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი
1997-2011 მის მიერ დაარსებული "ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის" ხელმძღვანელი
1984-2010 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი
1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიოერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების მეცნიერ- თანამშრომელი
1974-1976 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი
1967-1970 დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა კოჩუბეი, ექიმი- სტომატოლოგი
განათლება
1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი
1970-1974 მოსკოვის ცენტრალური სტომატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით
1967 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი და წოდება
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პედაგოგიური მოღვაწეობა
2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კითხულობს საგანს: პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
1999-2000 იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი.
2000-2006 ამავე კათედრისგამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია
პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციების და რედკოლეგიის წევრობა
საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი
თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი
კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგთა გამგეობის ასოციაციის წევრი
ჟურნალ „საქართველოს ონკოლოგია" სარედაქციო კოლეგიის წევრი
ჟურნალ „ რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია", სარედაქციო კოლეგიის წევრი
გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი და საზოგადოების სამეცნიერო პრაქტიკული პერიოდული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი
პუბლიკაციები
3 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი