Plasmon

კლინიკის დამფუძნებელი ექიმი ლადო (ვლადიმერ) შენგელაია არის 35 წელზე მეტი გამოცდილების კვალიფიცირებული სპეციალისტი-ოფთალმოლოგი, მიკროქირურგი. მისი მოღვაწეობის ადრეული პერიოდი მოიცავდა მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას. მის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა კატარაქტის ოპერაციის შემგომ პერიოდში პაციენტების რეაბილიტაციას, ფუნქციონალური და მორფოლოგიური კუთხით. მისი სამეცნიერო ნაშრომით შესაძლებელი გახდა ქვეყნის მაშტაბით კატარაქტით ნაოპერაციები პაციენტებზე ავტომობილის მართვის უფლების გაცემა. მისი მოღვაწეობა იყო დაკავშირებული ისეთ სახელოვან კლინიკებთან, როგორიც არის ფიოდოროვის, ჰელმჰოლცისა და მოსკოვის ცენტრალური თვალის კლინიკები, სადაც დღესაც დიდი პატივით იხსენიებენ. ბოლო 27 წლის მანძილზე ექიმი შენგელაია მოღვაწეობდა გაერთიანებულ საემიროებში ოფთალმოლოგად სხვადასვხა კერძო კლინიკებსა და საავადმყოფოებში. მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ზოგად ოფთალმოლოგიაში პაციენტის ასაკის განურჩევლად.
თვალის კლინიკა “თოლიგე” აღჭურვილია ყველა თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით და ექიმი ლადო ამჯერად მზად არის თავის სამშობლოში პაციენტების მისაღებად