სპეციალობა
თერაპევტი, რევმატოლოგი
საქმიანობის აღწერა
რევმატოლოგიური პაციენტის მართვა: დიაგნოსტიკა, კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების შეფასება, დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარება ინტერპრეტაცია, მკურნალობის სქემის შერჩევა; თანმხლები დაავადებების და გართულებების მართვა, იმუნოთერაპიის წარმართვა, შედეგების შეფასება.
საქმიანობის სფერო
ოსტეოპოროზი, თანამედროვე მკურნალობა (მონოკლონური ანტისხეულებით - პროლია). აუტოიმუნური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური ვასკულიტები - იმუნოთერაპია ისეთი პრეპარატებით როგორიცაა - მაბტერა, რემიკეიდი, აქტემრა.
კლინიკური საქმიანობის დასაწყისი - 2002წ.
ასოციაციები
ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაციის წევრი.
ოსტეოპოროზის საერთაშორისო საზოგადოების (IOF) წევრი.
სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა
რევმატოლოგიასა და თერაპიაში I , II , III ფაზის 12 კლინიკური კვლევის თანამკვლევარი, მთავარი მკვლევარი.
ტრენინგები/კონფერენციები
გავლილი აქვს GCP - ს ტრენინგები.
პუბლიკაციები/სტატიები
არის 5 პუბლიკაციის და 7 სტატიის ავტორი რევმატოლოგიასა და თერაპიაში.