მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარე, კლინიკა “კარაპს მედლაინის” ტრავმატოლოგი, სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრისა და მცხეთის რეგიონალური საავადმყოფოს კონსულტანტი.
დამატებითი მონაცემები
ლევან თავბერიძე დაიბადა 1952 წელს.
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1978 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში.
1981-84 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე მიზნობრივ ასპირანტურაში.
1995 წელს გაიარა სტაჟირება ჰამბურგის ენდოკლინიკაში პროგრამით - მუხლისა და მენჯბარძაყის სახსრების ენდოპროტეზირება, ქალაქ კილში ლუბინუსის კერძო კლინიკაში და კილის სეპტიკურ ცენტრში. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”გრძელი ძვლების პოსტტრავმული ოსტეომიელიტების კომპლექსური მკურნალობა.”
იგი არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს ტრავმატოლოგ - ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარე (2005), მსოფლიო ტრავმატოლოგ - ორთოპედთა საზოგადოების - SICOT - წევრი (1993), ტრავმატოლოგ - ორთოპედთა მსოფლიო კონგრესებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე.
ლევან თავბერიძე არის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ტრავმატოლოგი, სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრისა და მცხეთის რეგიონალური საავადმყოფოს კონსულტანტი.