IQ კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი
პროფესიული გამოცდილება
1977-1984 წწ. სწავლობდა მოსკოვის 1 სამედიცინო ინსტიტუტში. 1986-1988 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი მოსკოვში, ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში, ხოლო 1988-1991 წწ. - ასპირანტურა იგივე ინსტიტუტში. გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, ინგლისის ოფთალმოლოგიურ ცენტრებში. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: ”მხედველობის ნერვის პათოლოგიისა და მკურნალობის საკითხები”.
1991-1993 წწ. მუშაობდა ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტის თვალის ფსკერის განყოფილებაში.
1993-1994 წწ. იყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოფის-მენეჯერი.
1994-1995 წწ. მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოს მენეჯერის მოადგილედ.
1995-2000 წწ. იყო მენეჯერი და ოფთალმოლოგი თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკაში - ”ოფთალმიჯი”. 2000 წლიდან არის კლინიკა “კარაპს მედლაინის” ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
მარინა რამაზაშვილი არის მსოფლიო დიაბეტური ასოციაციის და ევროპის დიაბეტური სწავლების ასოციაციის წევრი ( EASD ), მსოფლიო და ევროპის ოფთალმოლოგიური და დიაბეტური კონგრესების მონაწილე
დამატებითი მონაცემები
გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.